top of page

ელ. კომერციის მონაცემთა და ოპერაციების ანალიტიკოსი

  • Jun 3
  • 2 min read

დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

 

Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს მონაცემთა და ოპერაციების ანალიტიკოსს, დეტალებზე ორიენტირებულ და პროაქტიულ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია მონაცემების ბიზნეს ღირებულებად გარდაქმნა, პრობლემების სწრაფად აღმოჩენა და პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების დანახვა სწრაფად მზარდ e-commerce გარემოში.

 

შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

  • „ფიტპასის“ მომსახურებას;

  • იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.

 

გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:

  • სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;

  • სამუშაო ადგილი - სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  • ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება სხვადასხვა Stakeholder-ებთან თანამშრომლობით;

  • Fulfillment პროცესების ანალიზი (შეკვეთის დამუშავების დრო, დაგვიანებები, cancellation-ები, დაბრუნებები) და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა;

  • მომხმარებელთა მომსახურების ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი (response time, complaint reasons, CSAT/quality trends) და განმეორებადი პრობლემების იდენტიფიცირება;

  • გაყიდვების დინამიკის, კატეგორიების, ბრენდების, პროდუქტებისა და კამპანიების ეფექტიანობის ანალიზი;

  • ბიზნეს ერთეულებიდან მიღებული მოთხოვნების, დავალებებისა და პროექტების საფუძველზე ანალიტიკური ანგარიშების, რეპორტებისა და დეშბორდების მომზადება (ძირითადად: Microsoft Power BI, MS Excel);

  • არსებული მოთხოვნების სტატუსის პერიოდული მონიტორინგი და ვადების კონტროლი;

  • ბიზნეს პროცესებში არსებული სუსტი წერტილების, შეფერხებებისა და დანაკლისების აღმოჩენა და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება მონაცემებზე დაყრდნობით;

  • არასტანდარტული/ერთჯერადი ანალიტიკური დავალებების შესრულება და მენეჯმენტისთვის სწრაფი ანალიტიკური დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;

  • მონაცემების სიზუსტისა და ხარისხის კონტროლი;

  • Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

შენგან კი დაგვჭირდება:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);

  • აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს/მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით;

  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • Microsoft Power BI, Qlik-ის ან სხვა BI/reporting ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია SQL-ის ცოდნა საშუალო დონეზე (Data Extraction);

  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;

  • სასურველია e-commerce ბიზნეს პროცესების ცოდნა.

 

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 ივნისის ჩათვლით. [ბმული]


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
bottom of page