E-commerce Junior Category Manager
- 1 day ago
- 2 min read
აღწერილობა:
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ელ. კომერციის უმცროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სათაო ოფისი (დ. გამრეკელის ქ. #19).
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
„ფიტპასის“ მომსახურებას;
იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
• Dressup.ge-ისთვის ბრენდების/პროდუქტის შეკვეთების განთავსება და მონიტორინგი
• პარტნიორებთან კომუნიკაციის წარმართვა;
• მომწოდებლისგან მიღებული ინვოისების სიზუსტის მონიტორინგი;
• პროდუქციის ჩამოტანის პროცესის მონიტორინგი ლოჯისტიკის მენეჯერთან ერთად;
• ბრენდისთვის ხარვეზის მქონე პროდუქციაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი მხრიდან ანაზღაურების უზრუნველყოფა;
• საჭიროების შემთხვევაში გამოფენებზე დასწრება
• შესყიდვის პროცესის მხარდაჭერა ბრენდ მენეჯერთან ერთად
• ონლაინ ექსკლუზივის ნაშთების კონტროლი, პრობლემური ნაშთების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება
• ბაზრის კვლევაში მონაწილეობა და ელ. კომერციის მოთხოვნების ანალიზში დახმარება;
• საფასო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილების მიღება (ფასწარმოქმნა, სპეც. ფასი, დამატებითი ფასდაკლება);
• ბრენდებისაგან პროდუქციის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა
• მარკეტინგის დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაცია
• პროდუქციის გაყიდვების ანალიზი;
• სხვადასხვა ტიპის რეპორტინგის წარმოება:
• Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
შენგან კი დაგვჭირდება:
უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მოდის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
Ms Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
ანალიტიკური აზროვნება;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
მოქნილობა და ოპერატიულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით ბმულზე: https://dressup.selfrecruit.ge/033f9364-a18a-41ff-9a27-26d624502119
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!


