top of page

Ecommerce Marketing Manager

Sep 25
2 min read

დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.


Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ელ. კომერციის მარკეტერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სახლის, ბავშვისა და თავის მოვლის კატეგორიების განვითარებაზე, ცნობადობის ზრდასა და გაყიდვების მხარდაჭერაზე. პოზიცია აერთიანებს კატეგორიების მარკეტინგულ მართვასა და პრომო აქტივობების სრულ ციკლს - კომერციული გუნდისგან აქციის მიღებიდან, ბრიფინგისა და შიდა გუნდებთან კოორდინაციიდან საბოლოო გაშვებამდე.

✨ რატომ Dressup?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;

  • საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;

  • საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;

  • კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

  • FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;

  • იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.

 

გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:

  • სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;

  • სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:

  • გაყიდვების, სეზონურობისა და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე საკუთარი კატეგორიების ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;

  • კატეგორიებისთვის მარკეტინგული სტრატეგიის, მიზნების, საკომუნიკაციო არხებისა და მთავარი გზავნილების განსაზღვრა;

  • კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება და კოორდინაცია;

  • გაყიდვების დინამიკისა და მარკეტინგული შედეგების მონიტორინგი, აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და ყოველთვიური რეპორტინგი;

  • პრომო აქტივობების კალენდრის მართვა და ყოველთვიური SMM და Web კალენდრების ფორმირებაში მონაწილეობა;

  • საერთაშორისო პარტნიორი ბრენდებიდან საჭირო მასალების მოძიება და ადაპტაცია;

  • ინფლუენსერებთან, დიზაინერებთან და სხვა პარტნიორებთან ერთობლივი პროექტების ორგანიზება;

  • საკუთარ კატეგორიებზე აქციების პროცესის სრული მართვა კომერციული გუნდისგან ინფორმაციის მიღებიდან საბოლოო გაშვებამდე: საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა, დიზაინის, კონტენტისა და Digital გუნდებისთვის დეტალური ბრიფების მომზადება, სამუშაო პროცესის კოორდინაცია და საბოლოო მასალების ხარისხის კონტროლი;

  • Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

 

შენგან კი დაგვჭირდება:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის, SMM-ის ან მსგავსი მიმართულებით;

  • გაყიდვებისა და მარკეტინგული მონაცემების ანალიზის, ტენდენციებისა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების უნარი;

  • მომხმარებლის საჭიროებებისა და ბიზნესის მიზნების შესაბამის მარკეტინგულ აქტივობებად გარდაქმნის უნარი;

  • ესთეტიკური ხედვა და ვიზუალური თუ კონტენტ-ტრენდების აღქმის უნარი;

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია B2 დონე);

  • სხვადასხვა გუნდთან და გარე პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობის, რამდენიმე პარალელური პროცესის მართვისა და დავალებების ბოლომდე მიყვანის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 
 
bottom of page