ელ. კომერციის გაყიდვებისა და მერჩენდაიზინგის ხელმძღვანელის მოადგილე
- Apr 17
- 2 min read
„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ელ.კომერციის გაყიდვებისა და მერჩენდაიზინგის ხელმძღვანელის მოადგილეს.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
„ფიტპასის“ მომსახურებას;
იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
ელ-კომერციის გაყიდვების და მერჩენდაიზინგის გუნდის მართვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
ონლაინ გაყიდვების სტრატეგიის ეფექტური განხორციელება და მისი გაუმჯობესება;
მიმდინარე გეგმის შესრულების მონიტორინგი, პროცესის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
კომპანიის მიერ განსაზღვრული KPI მაჩვენებლების ზრდაზე მუშაობა Dressup.ge-ს ადმინისტრაციულ გუნდთან ერთად;
Dressup.ge-ს ასორტიმენტის განითარებაზე მუშაობა;
Dressup.ge-სთვის სეზონური და წლიური შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა და მონიტორინგი;
Dressup.ge-სთვის ბრენდების/პროდუქტის შეკვეთებისა და ნაშთების მონიტონინგი;
უცხოელ და ადგილობრივ მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
კომერციული ინდიკატორების - მარჟის, მარაგების ბრუნვისა და ამოყიდვის მაჩვენებლების ზრდაზე მუშაობა და შესაბამისი რეაგირება ბრენდ მენეჯერებთან ერთად;
გაყიდვების სტიმულირების მიზნით მარკეტინგის დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობა;
ელ. კომერციის ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი;
ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის რეპორტინგის წარმოება;
Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
შენგან კი დაგვჭირდება:
მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ელ-კომერციის, რითეილის ან კომერციულ მიმართულებაში (მოდის სფერო ჩაითვლება უპირატესობად);
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია C1 დონე);
ლიდერობის და გუნდური მუშაობის უნარი;
შედეგზე ორიენტირებულობა;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
პრობლემების გადაჭრის და კრიტიკული აზროვნების უნარი;
პროცესებში აქტიური ჩართულობა, ინიციატივების მხარდაჭერა და ახალი იდეების წახალისება.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 10 მაისის ჩათვლით. [Link]
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

