top of page

დიდი ნაკადების მოზიდვის სპეციალისტი-პარტნიორი

  • Apr 17
  • 2 min read

Wolt-ის შესახებ


Wolt-ში ჩვენ ვქმნით ტექნოლოგიას, რომელსაც მსოფლიოს უბნებში სიმარტივე, დამატებითი შემოსავალი და სიხარული მოაქვს. 2014 წელს საქმიანობა რესტორნებიდან საკვების მიწოდებით დავიწყეთ. დღეს ჩვენ (თითქმის) ყველაფრის მიტანის სერვისს ვავითარებთ და მსოფლიოს 30 ქვეყნის 500-ზე მეტ ქალაქში ოპერირებთ. 2022 წელს ჩვენ და DoorDash-მა ძალები გავაერთიანეთ და ახლა ერთად ვაგრძელებთ დიდ ოცნებასა და გლობალურ გაფართოებას. Wolt-ში მუშაობა ყოველთვის მარტივი არ არის, თუმცა ნამდვილად საინტერესოა. აქ თქვენ იმაზე მეტს ისწავლით, შექმნით და დანერგავთ, ვიდრე სხვა კომპანიების უმეტესობაში. გზად ბევრი გამოწვევა შეგხვდებათ, თუმცა ამავდროულად ბევრსაც გაერთობით. ასე რომ, თუ ხართ ინიციატივიანი, მონდომებული და გაქვთ მეწარმეობის სული, ეს შესაძლოა თქვენი ცხოვრების მთავარი თავგადასავალი აღმოჩნდეს.


გიტაცებთ ტალანტების მოზიდვა და გსურთ წვლილი შეიტანოთ მასშტაბური რეკრუტირების პროცესების ტრანსფორმაციაში? გსურთ, გახდეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის ნაწილი? თუ ასეა, სიამოვნებით გასაუბრებთ!


სამუშაო გამოცდილება (განსაზღვრული ვადით კონტრაქტი)


ეს არის 1-წლიანი, ფიქსირებული ვადით მუშაობის შესაძლებლობა Wolt-ის მასშტაბური რეკრუტირების (High-Volume) გუნდში, რომელიც შეიქმნა წინა ხაზის პოზიციებზე კადრების აყვანის პროცესის ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად.

როგორც ჩვენი ახალი მასშტაბური რეკრუტირების პარტნიორი, თქვენ ფოკუსირებული იქნებით საქართველოს ბაზარზე მომხმარებელთა მხარდაჭერისა და Wolt Market-ის თანამშრომლების შერჩევაზე. თქვენ უზრუნველყოფთ ყოველდღიური რეკრუტირების პროცესს და, ამავდროულად, წვლილს შეიტანთ მონაცემებზე დაფუძნებული და ხელოვნური ინტელექტით (AI) მხარდაჭერილი სამუშაო მოდელის დანერგვაში.


ეს პოზიცია იდეალურია მათთვის, ვინც არის ცნობისმოყვარე, ადაპტირებადი და აქვს მოტივაცია, განვითარდეს HR სფეროში, ტრანსფორმაციის ფაზაში პრაქტიკული გამოცდილების მიღების პარალელურად.


რატომ არის ეს პოზიცია მნიშვნელოვანი


მხარდაჭერის გუნდისა და Wolt Market-ის თანამშრომლები გადამწყვეტ როლს ასრულებენ კომპანიის ყოველდღიურ ოპერაციებში. ისინი ეხმარებიან მომხმარებლებს, კურიერ-პარტნიორებსა და ობიექტებს, რაც ეფექტურ და მაღალი ხარისხის რეკრუტირებას ბიზნესის უწყვეტობისა და ზრდისთვის კრიტიკულს ხდის.

Wolt-ი გადადის მასშტაბური რეკრუტირების შემდეგ ეტაპზე, ამიტომ აღნიშნული როლი ხელს შეუწყობს კადრების სტაბილურ მიწოდებას და კანდიდატებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას გარდამავალ პერიოდში.


რას გააკეთებთ


  • უხელმძღვანელეთ საქართველოში მასშტაბური პოზიციების რეკრუტირების სრულ ციკლს, რაც მოიცავს კანდიდატების მოზიდვას, შეფასებასა და შეთავაზების (Offer) მომზადებას.

  • ხელი შეუწყვეთ ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი და მონაცემებზე დაფუძნებული ახალი ინსტრუმენტებისა და პროცესების დანერგვას.

  • გამოიყენეთ რეკრუტირების მონაცემები და ანგარიშგება პროცესების მონიტორინგისთვის, ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ეფექტურობის გასაზრდელად.

  • უზრუნველყავით თანმიმდევრული, ინკლუზიური და პოზიტიური გამოცდილება კანდიდატებისთვის ცვლილებების პერიოდში.

  • დანერგეთ საუკეთესო პრაქტიკა და ჩაატარეთ ექსპერიმენტები კადრების მოზიდვის ახალი მიდგომების გამოსაცდელად.

  • მჭიდროდ ითანამშრომლეთ თქვენს გუნდთან და HR დეპარტამენტთან ცოდნისა და იდეების გასაზიარებლად.

  • ითანამშრომლეთ დამსაქმებლის ბრენდინგისა და სხვა გუნდებთან მასშტაბური რეკრუტირების კამპანიების მხარდასაჭერად.


რას ვეძებთ ჩვენ


თქვენ გაქვთ რეკრუტირების პრაქტიკული გამოცდილება და სიამოვნებით თანამშრომლობთ სხვადასხვა მხარესთან შერჩევის სრული ციკლის მართვისას. გაქვთ გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების ან სხვა მსგავს პოზიციებზე კადრების შერჩევის კუთხით სწრაფად ცვალებად გარემოში.

  • დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი და ახალი ინსტრუმენტების ათვისების სურვილი.

  • კანდიდატების გამოცდილებაზე (Candidate Experience) ორიენტირებულობა და ხარისხზე ზრუნვა.

  • ინგლისურ და ქართულ ენებზე კომუნიკაციის (წერილობითი და ვერბალური) თავისუფლად ფლობა.

  • ინტერესი მონაცემების მიმართ და მათი გამოყენების სურვილი შედეგების გასაუმჯობესებლად.


რას გთავაზობთ ეს პოზიცია


  • პრაქტიკულ გამოცდილებას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მასშტაბური რეკრუტირების მოდელში.

  • მუშაობას თანამედროვე ინსტრუმენტებთან და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკას.

  • ოპერაციული და ტექნიკური უნარების განვითარებას საერთაშორისო გარემოში.

  • მკაფიოდ განსაზღვრულ, დროში შეზღუდულ როლს დიდი გავლენითა და სწავლის ფართო შესაძლებლობებით. [Link]

 
 
bottom of page