უფროსი კრეატიული დიზაინერი (ელექტრონული კომერცია)
- May 11
- 1 min read
About the job
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ელ. კომერციის უფროს კრეატიულ დიზაინერს.
შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ:
კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
„ფიტპასის“ მომსახურებას;
იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
ვიზუალური ხარისხის კონტროლი და დასტური: ყველა შიდა და გარე ვიზუალური კონტენტის (პოსტები, კამპანიები, რთული მოუშენ-ვიდეოები, ლოგოები) რევიზია და პირველადი დადასტურება;
გუნდის მართვა და კურირება: შიდა დიზაინერების (გრაფიკული და მოუშენ) და გარე სააგენტოების მუშაობის წარმართვა, მათთვის მკაფიო ვიზუალური გაიდლაინებისა და პროფესიული უკუკავშირის მიწოდება;
კამპანიების ვიზუალური ხელმძღვანელობა: ნებისმიერი მარკეტინგული კამპანიისთვის მთავარი ვიზუალური კონცეფციების და მუდბორდების შექმნა, ტიპოგრაფიის და სხვა გაიდლაინების მომზადება;
ფოტოსტილისტიკა და გადაღებები: ფოტოსესიებისა და ვიდეო გადაღებების ვიზუალური ხელმძღვანელობა, მოდელების სტილის, ლოკაციების, განათებისა და კადრის კომპოზიციის განსაზღვრა;
შემოქმედებითი პროცესი: განსაკუთრებული სირთულის მქონე ტიპოგრაფიული და დიზაინ-ამოცანების დამოუკიდებლად შესრულება;
ბრენდ-სტანდარტების მართვა: ბრენდის სტანდარტების ფარგლებში კამპანიური თუ დროებითი ვიზუალური იდენტობის შემუშავება Dressup.ge-ს ყველა არხისთვის, მათ შორის ვებ გვერდისთვისაც;
შემოქმედებითი და ოპერატიული მხარდაჭერა: სტრატეგიული და რთული კამპანიური ვიზუალების შექმნასთან ერთად, ყოველდღიური (სტანდარტული) გრაფიკული დავალებების შესრულება.
შენგან კი დაგვჭირდება:
მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინისა და კრეატიული პროცესების მართვის სფეროში;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
Adobe Creative Suite-ის (Photoshop, Illustrator, InDesign) სრულყოფილად ფლობა, Motion design პრინციპების სიღრმისეული ცოდნა;
ესთეტიკური ხედვის უნარი: ტრენდების შეგრძნება, ტიპოგრაფიის უმაღლეს დონეზე ფლობა;
სხვისი ნამუშევრის ობიექტურად შეფასებისა და კონსტრუქციული შესწორებების მიცემის უნარი;
გარე სააგენტოებთან და შიდა მარკეტინგულ გუნდთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 7 ივნისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
[Link]


