უფროსი Front-End დეველოპერი
- Mar 18
- 1 min read
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს Senior Front-End დეველოპერს.
თუ გსიამოვნებს იდეის გარდაქმნა ვიზუალურად იდეალურ, pixel-perfect ინტერფეისად, შემდეგ მისი Back-End მონაცემებთან დაკავშირება, რათა საბოლოოდ მომხმარებლისთვის შეიქმნას სრულყოფილი პროდუქტი - გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი.
ჩვენ გთავაზობთ:
კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
„ფიტპასის“ მომსახურებას;
იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი -ჰიბრიდული;
ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით.
ფუნქციები და მოვალეობები:
Software დეველოპმენტის სრული პროცესის მართვა კონცეფციიდან შექმნამდე (Front-End Development, API - REST, Version Control Systems);
API-ის დოკუმენტაციის გარჩევა და დიზაინი;
ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ასევე, კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება;
შესრულებული სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ვებ აპლიკაციების დეველოპმენტში;
Front-End-ის პროგრამირების ენებისა და ფრეიმვორქების ცოდნა (HTML5, CSS3, Javascript, jQuery, Vue.js, Nuxt.js, Bootstrap, Tailwind CSS);
სასურველია Laravel-თან მუშაობის გამოცდილება;
ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (Rest, Soap, JSON, XML);
Caching მექანიზმების ცოდნა;
კოდის ვერსიის კონტროლთან მუშაობის გამოცდილება GIT Source Control;
ვებ აპლიკაციებისა და ინფრასტრუქტურის პერფორმანსის მონიტორინგი/ხარვეზების აღმოფხვრა;
გუნდური მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით. [Link]
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!


