top of page

ვიდეო კონტენტ კრეატორი

  • guntsadze
  • Oct 13
  • 1 min read

დელივო — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეორში, რომელიც აქტიურად ოპერირებს სრულიად საქართველოს მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

დელივოს ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს.

"დელივო" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო კონტენტ კრეატორის პოზიციაზე თბილისში.

ლოკაცია: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის 49დ (ჰიბრიდული)

 

ძირითადი მოვალეობები:

·       კონტენტ სტრატეგიის შემუშავება

·       კონტენტ კალენდრის შედგენა ყოველთვიურად და შემდგომი რეპორტინგი

·       სოციალური მედია არხებისთვის მაღალი ხარისხის ვიდეო კონტენტის შექმნა, მართვა. (განსაკუთრებით TikTok პლატფორმისთვის)

·       ვიდეო კონტენტის მონტაჟი, დამუშავება და განთავსება.

     ტრენდული ვიდეოების გადაღება და ადაპტაცია კომპანიის სოციალურ მედია პლატფორმებთან (TikTok, Reels)

·      მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გუნდთან ერთად მუშაობა და იდეების გენერაცია.

·       გადაღების პროცესისათვის საჭირო ინვენტარის, რეკვიზიტებისა და გარემოს შექმნა.

·       ბრენდის იმიჯზე ზრუნვა შესაბამისი ვიდეო კონტენით და მისი შენარჩუნება

·       უშალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი  დავალებების შესრულება (დაკავშირებული ვიდეო კონტენტთან).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·       უმაღლესი განათლება; (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით);

·       მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

·       ქართულ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი

·       ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე

·       CapCut, Canva და  სხვა მსგავს პროგრამებთან  მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია).

უნარ-ჩვევები:

·       ვიდეომონტაჟი;

·       კრეატიული ხედვა;

·       მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა;

·       გუნდური მუშაობა

·       დეტალებზე ორიენტირებულობა 

·       პუნქტუალურობა

 

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV არაუგვიანეს  2025 წლის   20 ოქტომბრისა.  vacancy@dflgroup.net 

 
 
bottom of page