top of page

სოციალური მედია მენეჯერი

  • guntsadze
  • Oct 13
  • 1 min read

დელივო — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეორში, რომელიც აქტიურად ოპერირებს სრულიად საქართველოს მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

დელივოს ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს.

 

დელივო -აცხადებს ვაკანსიას სოცილური მედიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში ლოკაცია: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის 49დ

 

ძირითადი მოვალეობები:

·       კომპანიის სოციალური მედია პლატრფორმების ( Facebook, Instargram, LinkedIn) მართვა.

·       სოცმედია სტრატეგიისა და კონტენტის შემუშავება.

·       სოცმედია კამპანიების დაგეგმვა, მონიტორინგი და რეპორტინგი.

·      მიმდინარე ტრენდებისა და ტექნოლოგიური სიახლეების მუდმივი  მონიტორინგი და ანალიზი;

·  ციფრულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, მოლაპარაკებების წარმოება და სხვადასხვა სოცმედია (ციფრული აქტივობების დაგეგმვა)

·  Google and Meta Ads Manager - ში რეკლამების ოპტიმიზაცია და მიზნობრივი აუდიტორიის სეგმენტაცია.

·  შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების (KPI-ის მიხედვით) მომზადება


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·       უმაღლესი განათლება; (სასურველია მარკეტინგის ან მასთან მომიჯნავე სფეროების მიმართულებით);

·       იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ( აუცილებელია).

·       საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Powerpoint)

·       Google and Meta ads manager-ში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)

·       ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე

უნარ-ჩვევები:

·       გუნდური მუშაობის უნარი;

·       ანალიტიკური აზროვნება

·       მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;

·       დეტალებზე ორიენტირებული;

·       კრეატიულობა


დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე : vacancy@dflgroup.net  არაუგვიანეს 2025 წლის 20 ოქტომბრისა. გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში პოზიციის დასახელება. წინააღმრდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

„დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და  გისურვებთ წარმატებებს.

"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

 
 
bottom of page