იქომერს ასოციაცია - საქართველო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის OCAP-ის (ორგანიზაციაზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამა) მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს სახელწოდებით “ორგანიზაციული მდგრადობის სერვისები“, რომელიც იქომერსში მოღვაწე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს მათ საჭიროებებზე მორგებულ ინდივიდუალურ საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს. კომპანიები დაგრის ექსპერტებისგან მომსახურებას ოთხი განსხვავებული მიმართულებით მიიღებენ.
ბიზნეს მრჩევლის საკონსულტაციო მომსახურება დაეხმარება კომპანიას შეაფასოს ელექტრონული კომერციის ბაზარი, დააიდენტიფიციროთ არსებული პრობლემები, გამოწვევები და მიიღოს ქმედითი რეკომენდაციები;
ციფრული მარკეტინგის საკონსულტაციო მომსახურება დაეხმარება კომპანიებს ონლაინ ხილვადობის გაზრდისა და გაყიდვების გენერირების მიზნით სტრატეგიის სწორად დაგეგმასა და განსაზღვრაში;
მიწოდების საოპერაციო საქმიანობის საკონსულტაციო მომსახურება, ლოჯისტიკური, ტექნიკური, სასაწყობე და სხვა მიმართულების ბიზნესის წარმომადგენლებს დაეხმარება ბაზარზე უახლესი ტრენდების მოძიებაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, საოპერაციო პროცესების დახვეწასა და გაუმჯობესებაში;
პარტნიორების მოძიებისა და სწორი კავშირების დამყარების საკონსულტაციო მომსახურება დაეხმარება კომპანიებს სტრატეგიული პარტნიორების მოძიებაში, სწორი სტრატეგიის დასახვაში, ოპერაციების გაფართოებასა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღებაში.
განფასება:
პირველ ეტაპზე კონსულტაციას მხოლოდ 6 ბიზნესი განსაკუთრებულ ფასად - 70 %-იანი ფასდაკლებით - მიიღებს.
მითითებული ფასები არ მოიცავს დღგ-ს.
კონსულტაციის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია 15 სექტემბრამდე ამ ლინქზე.
გაითვალისწინეთ, საპილოტე რეჟიმის დასრულების შემდეგ, იქომერს ასოციაციის წევრი კომპანიები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.