WORLDEF ISTANBUL 2026
- May 27
- 1 min read
გიწვევთ WORLDEF ISTANBUL 2026-ზე, რომელიც 2026 წლის 11–13 ივნისს სტამბოლში (თურქეთი) გაიმართება!

WORLDEF ISTANBUL 2026 წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან გლობალურ სივრცეს ელექტრონული კომერციის, რითეილ ტექნოლოგიებისა და ციფრული კომერციის ეკოსისტემისთვის, რომელიც აერთიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ბრენდებს, ინვესტორებს, სტარტაპებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ პირდაპირი კავშირები წამყვან eCommerce და Retail კომპანიებთან, მონაწილეობა მიიღონ ინდივიდუალურ B2B შეხვედრებსა და Matchmaking სესიებში, ასევე მოისმინონ 250-ზე მეტი სპიკერის გამოსვლა ოთხ სხვადასხვა სცენაზე.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ციფრული კომერციის სფეროში არსებული უახლესი გლობალური ტენდენციები, ინოვაციები და განვითარების სტრატეგიები, ასევე შეიქმნება შესაძლებლობები ინვესტორებთან და მაღალი პოტენციალის მქონე სტარტაპებთან დასაკავშირებლად.
80-ზე მეტი ქვეყნიდან მოსალოდნელ 30,000+ მონაწილეს შორის დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და გამოცდილება გაუზიარონ ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა Trendyol, Hepsiburada, Getir, LC Waikiki, FLO და Boyner.
პარტნიორობის ფარგლებში, eCAG-ის წევრებისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური ფასდაკლების კოდი VIP და Executive ბილეთებზე, რათა გახდნენ ამ გლობალური კომერციული გამოცდილების ნაწილი
დაგვიკავშირდით: info@ecag.ge


