top of page

„იქომერს ასოციაცია-საქართველომ“ და „MEKUM“-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

  • May 29
  • 1 min read

იქომერს ასოციაცია-საქართველომ და MEKUM-მა ოფიციალურად გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (MoU), რაც მიზნად ისახავს სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებას ციფრული ტრანსფორმაციის, ბიზნესის ეფექტიანობისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.


MEKUM-ის მიზანია მეწარმეების გაძლიერება და მდგრადი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა სტრატეგიული მხარდაჭერისა და შესაძლებლობების განვითარების ინიციატივების მეშვეობით. კომპანია ქმნის ინკლუზიურ გარემოს, რომელიც აძლიერებს ინოვაციას და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას ბიზნეს საზოგადოებაში.


MEKUM-ის პროგრამული უზრუნველყოფა შექმნილია ბიზნესების, საჯარო სექტორის ორგანიზაციებისა და არაკომერციული ინსტიტუტების, მათ შორის ფონდებისა და NGO-ების, საბუღალტრო და საოპერაციო პროცესების ავტომატიზაციისთვის. პლატფორმა უზრუნველყოფს ფინანსებისა და პერსონალის ეფექტიან, სწრაფ და ზუსტ მართვას. MEKUM-ის პლატფორმა საშუალებას იძლევა ძირითადი დეპარტამენტები მუშაობდნენ სრულად ავტომატიზირებულ რეჟიმში, მათ შორის: ბუღალტერია, პერსონალის მართვა, შესყიდვების პროცესი.


აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთს შორის რეგიონული პარტნიორობის გაძლიერებისთვის, რაც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, ინოვაციას და ციფრული ეკოსისტემების განვითარებას. პარტნიორობის ფარგლებში, იქომერს ასოციაცია-საქართველო და MEKUM მიზნად ისახავენ ბიზნესების მხარდაჭერას, ციფრული ადაპტაციის დაჩქარებას და ციფრული ეკონომიკის განვითარებას რეგიონში.


 
 
bottom of page