top of page

4 რჩევა, თუ როგორ შევქმნათ ძლიერი ბრენდი მარკეტფლეისზე - იყავით გამორჩეული, რომ ბევრი ფული იშოვოთ!

  • guntsadze
  • May 15
  • 3 min read

ბიზნესში, ისევე როგორც ბუნებაში, მნიშვნელოვანია უნიკალურობა - სწორედ ის იზიდავს მომხმარებლებს. კონკურენტებს შორის გამორჩევის და საკუთარი იმიჯის შექმნის უნარს ეწოდება - ბრენდინგი. თუ არ მოახდენთ ბრენდის ფორმირებას, თქვენი საქონელი ჩაიკარგება უამრავი შეთავაზების მორევში. 


ქვემოთ მოცემლია რამოდენიმე ნაბიჯი თუ როგორ უნდა მოხდეს ძლიერი ბრენდის შექმნა და მისი ცნობადობის გაზრდა მარკეტფლეისზე.

ნაბიჯი 1. ივაჭრეთ საშუალო და უფრო მაღალ სეგმენტში

საფასო სეგმენტი ადგენს თამაშის წესებს. რაც უფრო მაღალ სეგმენტშია თქვენი ბრენდი, მით მეტია მარჟა და გააზრებულია მარკეტინგი. 


არსებობს ბრენდების შემდეგი საფასო სეგმენტები: 


  • მასმარკეტი: საქონელი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, ხშირად იყიდება ფასდაკლებით. აქვს მარტივი და გასაგები მარკეტინგი.

  • საშუალო კლასი: ფასისა და ხარისხის შესაბამისობა. ასორტიმენტი ხშირად ახლდება, საქონელი რეკლამირდება აქტიურად.

  • პრემიუმი: მაღალი ხარისხი, პროდუქტზე გარკვეული თემატური საკითხის მიბმა, საშუალოზე მაღალი ფასი.

  • ლუქსი: ექსკლუზიური საქონელი საზოგადოების ვიწრო წრისთვის. ფასდაკლება არასოდეს არის, ფასი არასოდეს იკლებს, პირიქით - იზრდება.


თუმცა, არის ერთი ნიუანსი: დაბალი ფასის ხარჯზე კონკურირება ხელსაყრელია მხოლოდ მსხვილი ბრენდებისთვის, რომლებსაც მაღალი ბრუნვა აქვთ და მხლოდ მათ შეუძლიათ მომწოდებლებთან მოლაპარაკება ნედლეულზე საუკეთესო ფასის მისაღებად. უფრო მცირე ზომის ბრენდებს ყოველთვის ძვირად შესყიდვა მოუწევთ. საშუალოზე მაღალი სეგმენტის ბრენდები ფსონს დებენ მარჟინალურობაზე, რადგან იციან, რომ მომხმარებლები იხდიან არამარტო საქონლისთვის, არამედ ბრენდის ისოტრიისა და ფილოსოფიისთვის.


იმისათვის, რომ სწორად აირჩიოთ საფასო სეგმენტი, საჭიროა ნიშაში არსებული შესაძლებლობების გადახედვა და შემდეგი ძირითადი სამი კრიტერიუმის გათვალისწინება:

  • ზრდა - გააანალიზეთ, რამდენად სწრაფად იზრდება სეგმენტი. მაგალითად, სახლის პრემიალური საქონლის ბაზარს წლიურად 30%-იანი ზრდა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთავაზება მოთხოვნაზე დაბალია.

  • მოცულობა - გაარკვიეთ, რამდენად დიდია სეგმენტი. მაგალითად, თუ პრუდქტის გაყიდვებიდან წლიური შემოსავალი რამდენიმე მილიარდია, ესეიგი ნიშაში საკმარისი მყიდველია.

  • კონკრენცია - გადაამოწმეთ, ვინ არიან კონკურენტები და როგორ მუშაობენ. თუ ბაზარზე მხოლოდ პრემიუმი და ბიუჯეტური ბრენდებია, მაშინ ღირს საშუალო სეგმენტის დაკავბა.

ნაბიჯი 2. იყავით გამორჩეული, რომ იშოვოთ ფული

ბრენდი - ეს არის ეკოსისტემა. ის შედგება ელემენტებისგან, რომლებთან კონტაქტიც აქვთ მომხმარებლებს. ეს შეიძლება იყოს დასამახსოვრებელი სახელწოდება და ლამაზი შეფუთვა. ბრენდის ატრიბუტები ახდენენ მის აზროვბრივ ერთეულად ფორმირებას - ანუ იმას, თუ როგორ აღიქვამენ მას მომხმარებლები. იმისათვის, რომ ფული იშოვოთ, უნდა მოიფიქროთ საკუთარი ატრიბუტები ბრენდისთვის და შეკრათ ერთ მთლიანობად. 


ბრენდის ატრიბუტებია:

  • ლოგიკური სახელწოდება, რომელიც შეესაბამება ბრენდის კონცეფციას;

  • ლოგოტიპი, რომელიც შემუშავებულია ბრენდის შინაარსს;

  • საფირმო ფერი;

  • საფირმო სტილი;

  • სლოგანი;

  • პერსონაჟი ან მასკოტი;

  • შეფუთვა;

  • მუსიკა.

ნაბიჯი 3. გამოიყენეთ გაყიდვების სხვადასხვა არხები

განავითარეთ ერთდროულად ყველა არხი, რათა დამოკიდებული არ იყოთ მარკეტფლეისის ტრაფიკზე. შექმენით ხარისხიანი კონტენტი, ჩართეთ ინფლუენსერები, მეგობარ ბრენდებთან გაცვალეთ აუდიტორია და შემოიკრიბეთ საკუთარი ბრენდის გარშემო გარკევული საზოგადოება.

მრავალარხული გაყიდვების სტიმულირების ინსტრუმენტებია:

  • კონტენტ-მარკეტინგი სხვადასხვა პლატფორმებზე;

  • ინფლუენს და პერფორმანს მარკეტინგი;

  • კოლაბორაციები;

  • ოფლაინ რითეილი;

  • უნიკალური სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ვაჭრობაში;

  • ქომიუნითის ფორმირება;

  • პროდუქტის ხაზზე და კატეგორიებზე მუშაობა;

  • ოპერატიული კომუნიკაცია და მომხმარებელთა მხარდაჭრა გაყიდვების მთლიან პროცესში. 


გააკეთეთ ისე, რომ მომხმარებლებს ყველგან ესმოდეთ თქვენი ბრენდის შესახებ და მასთან ყოველი შეხება იყოს პოზიტიური. სოც-ქსელებში რეგულარულად დაპოსტეთ ერთიანი, აზრიანი და ჰარმონიული კონტენტი, ითანამშრომლეთ ცნობილ ბლოგერებთან, რომლებსაც კარგი რეპუტაცია აქვთ.

ნაბიჯი 4. მოახდინეთ მომხმარებელთა ნდობის ფორმირება

იმისათვის, რომ მყიდველები დაბრუნდნენ, საჭიროა მათთან გრძელვადიანი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის აგება, რაც შესაძლებელია მათი მოლოდინების გამართლებით. 

ბრენდისადმი ნდობის ფორმირებას ახდენს შემდეგი ფაქტორები:


  • აუდიტორიასთან რეგულარული, ხარისხიანი შეხება სხვადასხვა არხებზე;

  • აზრის ლიდერთა რეკომენდაცია, რომლებსაც უსმენს და ენდობა თქვენი აუდიტორია;

  • თქვენს სოც-ქსელებში გამოქვეყნებული კონტენტის ხარჯზე სტაბილურობის განცდის გაჩენა მომხმარებლებისთვის;

  • თქვენ ბრენდთან პოზიტიური ურთიერთქმედება შეხების ნებისმიერ წერტილში.

დასკვნა:

მარკეტფლეისზე კონკურენტებს შორის გამორჩევისთვის, მნიშვნელოვანია არამარტო საქონლის გაყიდვა, არამედ უნიკალური ბრენდის განვითარება. გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები, რათა თქვენი ბიზნესი გახადოთ ცნობადი და კონკურენტუნარიანი:

  • არ გაყიდოთ მასმარკეტი - ორიენტირდით საშუალოზე მაღალ სეგმენტზე, რათა გამოირჩეოდეთ არამარტო ფასით, არამედ ბრენდის ფასეულობითაც. 

  • შექმენით უნიკალური ბრენდი - გააანალიზეთ კონკურენტები და მოიქეცით მათგან განსხვავებულად. გამოავლინეთ უნიკალურობა დასახელებით, შეფუთვით და ვიზუალური ელემენტებით.

  • განავითარეთ გაყიდვების სხვადასხვა არხები - გამოიყენეთ არამარტო მარკეტფლეისი, არამედ სხვა არხებიც: საკუთარი საიტი, სოცქსელები, კოლაბორაციები ბლოგერებთან და ბრენდებთან.

  • იმუშავეთ მომხმარებელთა ნდობის მოპოვებაზე - ჩადეთ ადამიანური და ფინასნური რესურსი ბრენდ-მარკეტინგში, როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია. მოახდინეთ ლოიალობის ფორმირება, რათა მომხმარებლები დაბრუნდნენ.

bottom of page