Quissly - ასოციაციის ახალი წევრი
- 1 hour ago
- 2 min read
Quissly ოფიციალურად გახდა იქომერს ასოციაცია საქართველოს წევრი.
Quissly - მულტიმოდალური AI ძიება, რომელსაც ტექსტი, მეტადატა და ვიზუალი ერთდროულად ესმის.
წარმოიდგინეთ: მომხმარებელი ხედავს ქუჩაში ფეხსაცმელს, იღებს ფოტოს და ტვირთავს თქვენს ონლაინ მაღაზიაში. თქვენი საძიებო სისტემა არა მხოლოდ ცნობს ფეხსაცმელის ტიპს ფოტოდან, არამედ ამოიცნობს ფერს, სტილს, სეზონურობას - და აჩვენებს ზუსტ ან მსგავს პროდუქტებს თქვენი კატალოგიდან. ან სხვა მაგალითი: მომხმარებელი წერს „წითელი ზამთრის ქურთუკი ბავშვისთვის" - და სისტემა ესმის არა ცალკეულ სიტყვებს, არამედ მთლიან განზრახვას: ფერი, სეზონი, კატეგორია, ასაკობრივი ჯგუფი. ეს არის ის, რასაც Quissly აკეთებს - და სწორედ ეს განასხვავებს მას ნებისმიერი სტანდარტული საძიებო სისტემისგან.

რა არის Quissly?
Quissly არის მრავალგანზომილებიანი AI საძიებო სისტემა, რომელიც ერთდროულად ამუშავებს სამ ფენას:
ტექსტი - ესმის მომხმარებლის მოთხოვნა ბუნებრივ ენაზე, მათ შორის არასწორი მართლწერით, ლათინური ტრანსლიტერაციით ან სინონიმებით ჩამოყალიბებული.
მეტადატა - ანალიზებს პროდუქტის ატრიბუტებს (კატეგორია, ბრენდი, ზომა, ფერი, ფასის დიაპაზონი) და აკავშირებს მოთხოვნასთან.
სურათი - მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს ფოტო და სისტემა ვიზუალურად ამოიცნობს პროდუქტს, მის მახასიათებლებს და იპოვის შესაბამისს კატალოგში.
სამივე ფენა მუშაობს ერთდროულად და ერთმანეთს ავსებს. სწორედ ამიტომ Quissly-ს ძიება ბრუნდება ზუსტი შედეგებით იქ, სადაც ტრადიციულ keyword-ზე დაფუძნებულ ძიებას ნულოვანი შედეგი აქვს.
შედეგი ბიზნესისთვის: კონვერსიის მნიშვნელოვანი ზრდა არსებული ტრაფიკიდან, დამატებითი სარეკლამო ხარჯების გარეშე.
რატომ Quissly?
კომპანიის გუნდი AI მოდელებზე 2014 წლიდან მუშაობს - თავდაპირველად ამერიკის ბაზარზე, 2022 წლიდან ელექტრონულ კომერციაზე ფოკუსით, ხოლო 2024 წლიდან მულტიმოდალურ საძიებო ინფრასტრუქტურასა და აგენტურ კომერციაზე (Agentic Commerce) - ავტონომიური AI აგენტების მიერ განხორციელებულ კომერციაზე, რომელშიც Quissly ბევრად ადრე შევიდა, ვიდრე ეს გლობალურ ტრენდად იქცეოდა.
კომპანია 12 ქვეყანაში ოპერირებს და 14 მსხვილ (Enterprise) და 40-ზე მეტ SME კლიენტს ემსახურება, დამატებით კი 28 აქტიურ ლიდთან ხელშეკრულების დასკვნით ეტაპზეა. Shopify-ს პლატფორმაზე ოფიციალური აპლიკაციის დამტკიცების შემდეგ კი, ინტეგრაცია ნებისმიერი Shopify-ს მერჩანტთან წუთების საქმე იქნება.
კომპანიის ფილოსოფია: „ჩვენი მიზანი არ არის ხარჯების შემცირება, ჩვენი მთავარი მიზანი გაყიდვების ზრდაა."
რას ნიშნავს ეს ქართული ელ-კომერციისთვის?
„იქომერს ასოციაცია საქართველო"-ში გაწევრიანებით, Quissly მზადაა ქართულ ბიზნესებს შესთავაზოს იგივე მულტიმოდალური AI ტექნოლოგია, რომელსაც მსოფლიოს მსხვილი ონლაინ მაღაზიები უკვე იყენებენ. ქართველ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ, მომხმარებლის ძიების გამოცდილება ფუნდამენტურად შეცვალონ - და ეს პირდაპირ გაყიდვებში აისახონ.


