top of page

500 Eurasia Batch 10 Demo Day

  • 2 hours ago
  • 2 min read

25 ივნისს, თბილისში გაიმართა 500 Eurasia Batch 10 Demo Day - 500 Global Accelerator in Eurasia-ს მე-10 ნაკადის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელმაც თავი მოუყარა ევროპისა და აზიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ სტარტაპებს, საერთაშორისო ვენჩურული კაპიტალის ფონდებს, ინვესტორებს, პარტნიორებსა და ინოვაციური ეკოსისტემის წარმომადგენლებს.



ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეული სტარტაპები გადიოდნენ 12-კვირიან აქსელერაციის პროგრამას, რომლის ფარგლებში ავითარებდნენ, ტესტავდნენ და მასშტაბირებისთვის ამზადებდნენ საკუთარ პროდუქტებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. Demo Day-ის ფარგლებში დამფუძნებლებმა საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინეს მიღწეული პროგრესი, ბიზნესმოდელები და განვითარების ხედვა, ხოლო ინვესტორებსა და პარტნიორებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ რეგიონში შექმნილ ინოვაციურ კომპანიებსა და პერსპექტიულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.


ღონისძიების პროგრამა მოიცავდა ინვესტორთა პანელს, დამფუძნებელთა დისკუსიას, Batch 10-ისა და პროგრამის კურსდამთავრებული სტარტაპების პრეზენტაციებს და დასკვნით networking reception-ს, რომელიც მონაწილეებს ახალი პარტნიორობებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს სთავაზობდა.


სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო ტექნოლოგიური და საინვესტიციო ეკოსისტემის წარმომადგენლები, მათ შორის Philip Jungen (Venture Partner, ScaleX Ventures), Dmytro Strelchuk (ყოფილი Head of Expansion, Revolut), Sharon Goldstein (Executive Advisor, Amplify GTM), Denis Vehovec Pondelak (CEO, DDD Invoices), Stan Suchkov (CEO, Evolve), Teodora Atanasova (Senior Editor, The Recursive) და Ekaterina Gianelli (Venture Partner, Calm/Storm), რომლებმაც იმსჯელეს რეგიონში ინოვაციების განვითარების, ინვესტიციების, საერთაშორისო გაფართოების და სტარტაპების მასშტაბირების შესაძლებლობებზე.


წლევანდელი Demo Day განსაკუთრებული იყო წარმოდგენილი სტარტაპების მრავალფეროვნებით. მონაწილეებს შორის იყვნენ Cerberus, რომელიც ავითარებს AI-ზე დაფუძნებულ კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტას; Clinova, რომელიც კლინიკური კვლევებისთვის პაციენტების შერჩევის პროცესს ავტომატიზებს; ComplyBridge, ფინანსური სექტორისთვის შექმნილი compliance პლატფორმა; Evermuse, AI-ზე დაფუძნებული პროდუქტის სპეციფიკაციების შექმნის ინსტრუმენტი; ასევე Karpatia Benefits, MaiCall, MyBots.pro, Resti და Whisperr, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სხვადასხვა ინდუსტრიაში ბიზნესპროცესების ავტომატიზაციასა და ეფექტიანობის ზრდაზე მუშაობენ.


500 Global in Eurasia მიზნად ისახავს მაღალი პოტენციალის მქონე სტარტაპების მხარდაჭერას, მათ დაკავშირებას საერთაშორისო ინვესტორებთან, მენტორებთან და პარტნიორებთან, ასევე გლობალურ ბაზრებზე გაფართოების ხელშეწყობას. წლევანდელმა Demo Day-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპისა და აზიის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს გლობალურ ტექნოლოგიურ და საინვესტიციო ეკოსისტემაში. ღონისძიებას ასევე დაესწრო იქომერს ასოციაცია-საქართველო, რომელიც აგრძელებს საერთაშორისო ინოვაციურ ეკოსისტემებთან თანამშრომლობას და საქართველოში ციფრული ეკონომიკისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერას.



 
 
bottom of page