Fusion Georgia 2026
8 ოქტომბერს თბილისში გაიმართა მასშტაბური ღონისძიება - Fusion Georgia 2026: Banking & Retail Solutions, რომელიც კომპანია BS/2-ის ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმმა მოიზიდა 200-მდე მონაწილე 105 ორგანიზაციიდან, მათ შორის 41 ბანკისა და 56 საცალო ვაჭრობის კომპანიის წარმომადგენლები საქართველოსიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთსა და ლიეტუვიდან.
ეს იყო პირველი „Fusion“ ფორუმი საქართველოში და მეექვსე BS/2-ის ისტორიაში. ღონისძიებამ პირველად გააერთიანა საბანკო და საცალო სექტორები ერთიანი პროგრამის ფარგლებში. ფორუმმა მონაწილეებს უზრუნველყო პლატფორმა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ტექნოლოგიური ინოვაციების აღმოჩენისა და ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებისთვის.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, დარიუს ვიტკაუსკასმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო ბიზნესთანამშრომლობის მნიშვნელობას.
საბანკო პროგრამაში მონაწილეობდნენ TBC Bank-ის, Liberty Bank-ის, ბაზისბანკის, Mastercard-ის, Diebold Nixdorf-ის, სს „Octobank“-ისა და BS/2-ის წარმომადგენლები. დისკუსიები შეეხო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, პროგნოზირებად ანალიტიკას, ნაღდი ფულის ჭკვიანურ მართვას, ბანკომატების ქსელის ოპტიმიზაციასა და ინტეგრირებულ საგადახდო ინფრასტრუქტურას. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ უწყობს ხელს ტექნოლოგიები საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდასა და გაზომვადი ბიზნესღირებულების შექმნას.
იქომერს ასოციაცია საქართველოს (eCAG) თავმჯდომარემ და თანადამფუძნებელმა, ლადო კანდელაკმა, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში — „Expanding Hardware Capabilities Through Analytics“ ; ისაუბრა თუ როგორ ეხმარება ანალიტიკა, AI და ინტეგრირებული ტექნოლოგიები რითეილერებს საოპერაციო ეფექტიანობის ამაღლებაში, მომხმარებლის ცვალებად ქცევასთან ადაპტაციასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. მის მიერ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონაცემთა ინტეგრაცია და მომხმარებლის ნდობა საკვანძო ფაქტორებია ელექტრონული კომერციის სრული პოტენციალის ათვისებისა და ქართველი რითეილერების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო „Penki Kontinentai Group“-ის საბჭოს თავმჯდომარისა და BS/2-ის გენერალური დირექტორის, იდრაკას დადაშოვასისა და ბექზატ ბუხატოვის პრეზენტაცია: „AI Stack Inside: The Evolution of BS/2 Solutions - From Data and Reporting to Foresight, Decisions and Action“. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო BS/2-ის ხედვა AI ტექნოლოგიების შესახებ - მონაცემთა ტრადიციული ანალიზიდან და რეპორტინგიდან პროგნოზირებად ანალიტიკამდე, ჭკვიან გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკულ ბიზნეს-გამოყენებამდე.
ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა ენდრიუ ვოლკოვის მიერ მოდერიებული პანელური დისკუსია „Data-Driven Bank: How Data and AI Are Transforming Banking“, სადაც ფინანსურ ინსტიტუტებში AI-ისა და ანალიტიკის პრაქტიკული გამოყენება განიხილეს.
კონფერენციის გარდა, სპეციალურად გამოყოფილ სადემონსტრაციო ზონებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ საბანკო და საცალო ტექნოლოგიებს, გასაუბრებოდნენ ექსპერტებს და ემსჯელათ რეალური ბიზნეს-გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
Fusion Georgia 2026-მა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ტექნოლოგიების პროვაიდერებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და რითეილერებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რამაც ხელი შეუწყო ცოდნის გაზიარებასა და ინოვაციების რეალურ ბიზნესღირებულებად გარდაქმნას.


