UNLIMITED SUMMIT 2026
UNLIMITED არის დასაქმებისა და პროფესიული განვითარების 360° პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესს, განათლებას, ტექნოლოგიებს, ინოვაციებსა და თანამედროვე სამუშაო კულტურას.
სამიტის მიზანია კომპანიების, პროფესიონალების, ახალგაზრდა ტალანტების, სტარტაპების, უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაკავშირება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი კარიერული და ბიზნესშესაძლებლობების შექმნა და საქართველოს პროფესიული ეკოსისტემის საერთაშორისო კავშირების გაძლიერება.
UNLIMITED SUMMIT 2026 24-25 ოქტომბერს, Expo Georgia-ში გაიმართება და მოიცავს ხუთ პავილიონს.

დაგეგმილი აქტივობები:
• Conference - გამოსვლები, პანელური დისკუსიები და პრაქტიკული სესიები;
• Career & Hiring Fair - კომპანიების შეხვედრა კანდიდატებთან, ვაკანსიების წარდგენა და ადგილზე რეკრუტინგი;
• Innovation Hub - სტარტაპები, ტექნოლოგიური პროდუქტები, დემოები და B2B შეხვედრები;
• EdTech Fair - განათლება, კვალიფიკაციის ამაღლება და მომავლის უნარები;
• AI Hackathon - გუნდური მუშაობა, ტექნოლოგიური იდეები და პრაქტიკული გამოწვევები;
• Networking - პირდაპირი კავშირები კომპანიებს, პროფესიონალებს, ინვესტორებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შორის;• კომპანიების სტენდები, ბრენდირებული აქტივაციები, პროდუქტის ან სერვისის დემონსტრაცია და ლიდების გენერირება.
სამიტის ძირითადი მიმართულებებია:
• თანამედროვე სამუშაო კულტურა და თანამშრომელთა გამოცდილება;
• მოქნილი მუშაობა, ფრილანსინგი და ახალი პროფესიები;
• ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები და ავტომატიზაცია;
• ელექტრონული კომერცია და ციფრული ბიზნესმოდელები;
• მეწარმეობა, სტარტაპები და ინოვაცია;
• ლიდერობა, პროფესიული განვითარება და მომავლის უნარები;
• Failure Culture — ბიზნესში მიღებული გამოცდილება და წარუმატებლობიდან სწავლა;
• Employer Branding, Talent Acquisition და თანამშრომელთა კეთილდღეობა.
სამიტი გათვლილია როგორც მსხვილ კომპანიებზე, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებზე, სტარტაპებსა და ტექნოლოგიურ ორგანიზაციებზე;
• e-commerce და marketplace კომპანიებისთვის;
• რითეილისა და FMCG სექტორისთვის;
• ბანკების, ფინტექებისა და გადახდის სისტემებისთვის;
• ლოგისტიკის, კურიერული და მიწოდების კომპანიებისთვის;
• ტექნოლოგიური, SaaS და ციფრული პროდუქტების კომპანიებისთვის;
• ტელეკომუნიკაციისა და ინტერნეტსერვისების მიმწოდებლებისთვის;
• სადაზღვევო და ფინანსური ორგანიზაციებისთვის;
• HR, რეკრუტინგისა და განათლების პლატფორმებისთვის;
• დეველოპერული, ჯანდაცვისა და სხვა მსხვილი დამსაქმებელი კომპანიებისთვის;
• სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის.


