top of page

AI მარკეტინგში - ახალი შესაძლებლობები მონაცემებიდან კრეატიულობამდე 🚀

  • 49 minutes ago
  • 1 min read

ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს მარკეტინგში, მონაცემების ანალიზიდან კრეატიული კონტენტის შექმნამდე. სწორედ ამ თემას დაეთმო GAIA Meetups Horizons-ის მორიგი შეხვედრა, რომელიც 12 მარტს გაიმართა თბილისში.



ღონისძიების სპიკერები იყვნენ ელენე ბიბილეიშვილი და დავით ჯიჯავაძე, რომლებმაც აუდიტორიას გაუზიარეს პრაქტიკული ხედვები და გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის AI თანამედროვე მარკეტინგულ პროცესებს.


ელენე ბიბილეიშვილმა ისაუბრა თემაზე  „მარკეტინგული ინტელექტის დიზაინი - როგორ ვაქცევთ ფრაგმენტულ მონაცემებს ერთიან ინტელექტუალურ სისტემად“. დავით ჯიჯავაძემ კი წარმოადგინა თემა - „Generative AI & Visual Storytelling“, სადაც აუდიტორიას გააცნო, როგორ შეიძლება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ვიზუალური ნარატივის შექმნაში. შეხვედრაზე განიხილეს AI ინსტრუმენტები, რომლებიც კომპანიებს ეხმარება სწრაფად და ეფექტურად შექმნან ვიზუალური კონტენტი, გააძლიერონ ბრენდის კომუნიკაცია და უფრო შემოქმედებითი გახადონ მარკეტინგული კამპანიები.


ინტერაქტიული დისკუსიის ფორმატმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, დაესვათ პრაქტიკული კითხვები და მოესმინათ რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სფეროს პროფესიონალები, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბიზნესისა და მარკეტინგული პროცესების განვითარებაში. ღონისძიებას ასევე დაესწრო ლადო კანდელაკი - „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ თავმჯდომარე და თანადამფუძნებელი.

 
 
bottom of page