ცვლილებები შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში: ინტერვიუ გლოვოსთან
- 5 hours ago
- 1 min read
2026 წლის 1 მარტიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა: ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი. იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად, საჭირო იქნება „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება.
საქართველოს შრომითი მიგრაციის კანონში განხორციელებული ცვლილებების ფონზე, "იქომერს ასოციაცია საქართველომ" ინტერვიუ ჩაწერა არტემ კოლოსიუკთან, გლოვოს კავკასიის გენერალურ მენეჯერთან:
რა არის თქვენი პოზიცია ახალი რეგულაციის შესახებ?
როგორც პასუხისმგებლიანი ბაზრის მოთამაშისთვის, კანონმდებლობასთან შესაბამისობა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველა ოპერაცია განვახორციელოთ განახლებულ სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობაში. ახალ პირობებთან ადაპტაციის პროცესში ადგილობრივი პატრნიორი კურიერების მხარდაჭერა და საქართველოში სანდო პატრნიორი კურიერების ჯგუფის შენარჩუნება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მსგავს რეგულაციას?
მიგვაჩნია, რომ რეგულაცია დამატებით პროცესებთან და ოპერაციულ სირთულესთან იქნება კავშირში, რამაც შესაძლოა მოკლევადიანი გამოწვევები წარმოქმნას.
როგორ იმოქმედებს ეს ცვლილება თქვენს პლატფორმასა და მომსახურებაზე საქართველოში?
არ ველით რამე მნიშვნელოვან შეფერხებას ძირითადი პლატფორმის მოხმარების კუთხით - კვლავ ვრჩებით ორიენტირებული ჩვენი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე. ამ კუთხით, შიდა დონეზე, ვაძლიერებთ ინტეგრაციის პროცესსა და ოპერაციულ სტანდარტებს, რათა უზრუნველვყოთ, რომ ყველა პატრნიორი კურიერი აკმაყოფილებდეს ახალ კრიტერიუმებს.
გაქვთ თუ არა დაგეგმილი ნაბიჯები რეგულაციის საპასუხოდ:
დიახ, ვიყენებთ პროაქტიულ მიდგომას. ასევე ვიხილავთ შიდა პროცესებს და ვაძლიერებთ შესაბამისობის მექანიზმებს. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ ყველა ოპერაცია სრულად შეესაბამებოდეს ახალ მოთხოვნებს, მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის შენარჩუნებით.


