top of page

„იქომერს ასოციაცია საქართველო“-სა და „eComm“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • 5 hours ago
  • 1 min read

"იქომერს ასოციაცია საქართველო" და ბოსნია და ჰერცეგოვინის ინტერნეტ ვაჭრობის ასოციაცია „eComm“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის ელექტრონული კომერციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება და ციფრული ვაჭრობის ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა.


ბოსნია და ჰერცეგოვინის ინტერნეტ ვაჭრობის ასოციაცია „eComm“ 2021 წლის ოქტომბერში დაარსდა. მისი მთავარი მიზანია ქვეყანაში ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის სტანდარტების გაუმჯობესება და სექტორის გლობალურ ტენდენციებთან დაახლოება.


ასოციაცია აერთიანებს კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, კომპანიებსა და ინდივიდუალურ წევრებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ბოსნია და ჰერცეგოვინაში ელექტრონული კომერციის განვითარების ხელშეწყობით. „eComm“-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სამართლებრივი ჩარჩოსა და საჯარო პოლიტიკის განვითარებაზე მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ციფრული ვაჭრობის ბაზრის ზრდას.


დღეისათვის ასოციაცია აერთიანებს 100-ზე მეტ წევრსა და პარტნიორს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებებში, საგანმანათლებლო ინიციატივებსა და საქმიანობებში, რომლებიც მიზნად ისახავს მეწარმეებსა და ელექტრონული კომერციის სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.


მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს შვეიცარიის მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა MarketMakers პროექტის ფარგლებში, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოსნია და ჰერცეგოვინაში ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებაში, ინოვაციების ხელშეწყობასა და ბიზნესის გაძლიერებაში.


აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, „იქომერს ასოციაცია საქართველო“ და ბოსნია და ჰერცეგოვინის ინტერნეტ ვაჭრობის ასოციაცია „eComm“ მიზნად ისახავენ ერთობლივი ინიციატივების შემუშავებას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და რეგიონში ელექტრონული კომერციის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. 


 
 
bottom of page