eCommerce Georgia 2026
- 12 minutes ago
- 1 min read
6 ნოემბერს, თბილისში, "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში "eCommerce Georgia 2026" გაიმართება!

“eCommerce Georgia 2026” არის საქართველოში ელექტრონული კომერციის ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც “იქომერს ასოციაცია საქართველო” 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიება ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიურ კომპანიებს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს.
ღონისძიების მთავარი მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული ქსელის გაძლიერება, ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა. პროგრამა მოიცავს მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს.
"eCommerce Georgia 2026"-ის მთავარი თემებია:
საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია
ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა
ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა
გენერალური სპონსორები: Bank of Georgia Business; VISA
მონაწილეობითა და პარტნიორობის შესაძლებლობებით დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: info@ecag.ge


