eCommerce Pool Party
- Vladimer Kandelaki
- Jun 12
- 1 min read
Updated: Jun 13
წლის ყველაზე არაოფიციალური ღონისძიება
📅 28 ივნისი | 🕕 15:00 საათიდან |📍 წავკისი/ამაღლების ქუჩა 8

იქომერს სამყარო სულ უფრო სწრაფად ფართოვდება და ვითარდება – ახლა კი დროა, ერთ ღონისძიებაში გავაერთიანოთ მთელი იქომერს სექტორი.
გავიცნოთ ერთმანეთი ახლოდან და უბრალოდ, ერთად გავატაროთ დაუვიწყარი დღე. „იქომერს ასოციაცია საქართველო“ გიწვევთ პირველ „eCommerce Pool Party“-ზე სრულიად ახალ ფორმატში, სადაც სფეროს ლიდერები, სტარტაპერები და ინოვატორები არაფორმალურ გარემოში გაიცნობენ ერთმანეთს პირადად და დაამყარებენ იმ კონტაქტებს, რომლებიც შესაძლოა ახალ კოლაბორაციებად გადაიქცეს.
🌊 რას გთავაზობთ?
აუზი, და საზაფხულო განწყობა
ქეითერინგ ზონა - გემრიელი სასმელებითა და საზაფხულო მენიუთი 🍹
არაოფიციალური „Networking”-ი მეგობრულ ატმოსფეროში
DJ, გასართობი პროგრამები და ბევრი პოზიტივი
ამათან, სივრცეში გთავაზობთ დადგათ თვენი ბანერი სრულიად უფასოდ
ვისთვის არის ეს?
ყველა კომპანიისთვის, ვისაც სურს გახდეს eCommerce ეკოსისტემის ნაწილი ან გააღრმავოს კავშირები ამ სფეროში. იქნება ეს სტარტაპი, თუ მსხვილი კომპანია.
📢 ადგილები შეზღუდულია 📢
დარწმუნდი, რომ შენი გუნდის ადგილი აქ უკვე დაჯავშნილია.
*ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება - 70 ლარი
*ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის დასწრება არის უფასო
(კომპანიიდან 1 ადამიანი)
Dress Code: Swimsuit Friendly
RSVP: info@ecag.ge