top of page

Follow-Up - როგორც დამხმარე საშუალება

გქონდათ ნაყოფიერი და საინტერესო საქმიანი შეხვედრა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგიღიათ და არ იცით, როგორ დააჩქაროთ პროცესი? ახალ ბიზნეს-პარტნიორთან ან კლიენტთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის უზრუნველყოფაში Follow-Up-ი დაგეხმარებათ!

 როგორ? - მარტივად აგიხსნით.


 პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორთან საუბრის დასრულებიდან მალევე საჭიროა კონტაქტზე გასვლა, რადგან აქტიური ადამიანები გადატვირთული გრაფიკის გამო, სწრაფად ერთვებიან სხვა საკითხებზე და თქვენთან დადებულ შეთანხმებებს, მეხსიერების უკანა ნაწილში გადაისვრიან. თქვენ უნდა “ამოქაჩოთ” ეს ინფორმაცია იქედან. ამისათვის კი საკმარისია გაუგზავნოთ შესახსენებელი ესემესი.

 

ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ თავს აბეზრებთ ადამიანს: თუ უკვე გამოიხატა ინტერესი თქვენი პროდუქტის მიმართ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მასთან ხელახლა დაკავშირება ნამდვილად საჭიროა.

 

Follow-Up-ი შეიძლება შეიცავდეს წინამდებარე დიალოგის რეზიუმეს მნიშვნელოვანი აქცენტებით და საკითხებით. გრძელი ტექსტის დაწერა საჭირო არ არის - ეს თანამოსაუბრეს დააფრთხობს. მიწერეთ მოკლე, ზუსტი და პოზიტიური შეტყობინება. ამასთან, არავითარ შემთხვევაში არ მოახდინოთ ზეწოლა ადრესატზე: არ დაწეროთ, რომ მოუთმენლად ელით მის პასუხს, ეს ნამდვილად ზედმეტი იქნება...




bottom of page