თბილისში საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გაიმართა
- a few seconds ago
- 1 min read
16 ივლისს თბილისში საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელსაც იქომერს ასოციაცია-საქართველოს წარმომადგენლობაც დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა. ბიზნესფორუმის გახსნით ნაწილში მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა. ფორუმს თურქმენეთისა და საქართველოს 100-ზე მეტი წამყვანი ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიება საქართველოსა და თურქმენეთის ბიზნესსექტორებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ახალი საქმიანი კავშირების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას ემსახურებოდა.
ბიზნესფორუმის ფარგლებში ქართველ და თურქმენ მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთმანეთის საქმიანობა და ბიზნესინტერესები გაეცნოთ, დაემყარებინათ ახალი კონტაქტები და განეხილათ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და პარტნიორობის პერსპექტივები.
საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებისა და ახალი ბიზნესპარტნიორობების განვითარების ხელშეწყობისთვის.












