top of page

ქართული ექსპო „მეწარმეთა დღე“ - 27 სექტემბერი

Sep 8
1 min read

27 სექტემბერს, მთაწმინდის პარკში, წლის მთავარი ადგილობრივი გამოფენა – ქართული ექსპო „მეწარმეთა დღე“ გაიმართება.


მასშტაბური ღონისძიება ორგანიზებულია „ბიზნეს ჰაბ ჯორჯიასა“ და „რითეილ ასოციაციის“ მიერ, მთაწმინდის პარკის მხარდაჭერით. ღონისძიების მთავარი მიზანი ქართული წარმოების მხარდაჭერა და განვითარებაა.


 ექსოში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება 60 ადგილობრივ მწარმოებელს, რომლებიც სპეციალური ჟიურის მიერ შეირჩევიან. მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა სექტორის ქართულ ბრენდებს, მათ შორის: კვების პროდუქტების, ღვინისა და სხვა სასმელების, აგროპროდუქციის, ბუნებრივი კოსმეტიკის, ხელნაკეთი ნივთების, სუვენირების, ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებლებს.


ღონისძიება ადგილობრივ მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ და ადგილზე მოახდინონ მისი რეალიზაცია. ასევე, ღონისძიებას დაესწრებიან რითეილის, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები, რაც მონაწილე კომპანიებისთვის დამატებითი ბიზნეს და პარტნიორული შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.


ღონისძიების ფარგლებში მონაწილე კომპანიები დაჯილდოვდებიან სამ ნომინაციაში:

  • ყველაზე ორიგინალურად გაფორმებული დახლი

  • წლის აღმოჩენა (ინოვაციური პროდუქტი)

  • ყველაზე გამორჩეული სოციალური მედია


მეწარმეებისთვის სარეგისტრაციო ფორმის [Link] შევსების ბოლო ვადაა 1 სექტემბერი. შერჩეული მონაწილეებისთვის მონაწილეობის საფასური 100 ლარს შეადგენს, ხოლო „ბიზნეს ჰაბის“ წევრებისთვის მონაწილეობა უფასოა.


ამასთან, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, ღონისძიებაში სპონსორის სტატუსითაც ჩაერთონ და განიხილონ სასპონსორო თანამშრომლობის შესაძლებლობები. სასპონსორო პაკეტებისა და შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: info@ecag.ge


ვიზიტორებისთვის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 
 
bottom of page