top of page

"გეფა" - ასოციაციის ახალი წევრი

  • Oct 3, 2023
  • 1 min read

„გეფა“ ოფიციალურად გახდა იქომერს ასოციაცია საქართველოს წევრი. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის პოზიციას ქვეყნის ციფრული კომერციის ეკოსისტემაში და ხაზს უსვამს მის მზაობას, განავითაროს ონლაინ და მრავალარხიანი გაყიდვების მიმართულებები. 


გეფა, ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერი კავკასიის რეგიონში, მომხმარებლებს სთავაზობს ასორტიმენტის ინოვაციურ და მრავალფეროვან არჩევანს. შეგხვდებათ, როგორც რეცეპტით და ასევე ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები, თავის მოვლის საშუალებები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისები, ექსკლუზიური ბრენდების ვრცელი სია და სეზონური პროდუქტები. ბაზარზე წამყვანი პოზიციის, გამორჩეული ბიზნეს მოდელისა და მცოდნე მენეჯმენტის გუნდის დამსახურებით გეფა ქმნის უაღრესად მიმზიდველ ბიზნეს ეკოსისტემას. გეფას აქვს გაყიდვების ოთხი ძირითადი მიმართულება: საცალო გაყიდვები, საბითუმო გაყიდვები, ონლაინ გაყიდვები, ფრენჩაიზები


 
 
bottom of page