Glovo, TBC და Visa საქართველოში კურიერებისთვის ახალ ბარათს უშვებენ
Glovo-მ, TBC-სა და Visa-სთან თანამშრომლობით, საქართველოში Glovo Partner Courier Cardოფიციალურად წარადგინა — ახალი ფინანსური პროდუქტი, რომელიც სპეციალურად Glovo-ს პარტნიორი კურიერებისთვის შეიქმნა.

ბარათი კურიერების ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული და მათ სთავაზობს ციფრულ გამოცდილებასა და სხვადასხვა სარგებელს ყოველდღიურ ხარჯებზე.
ეს Glovo-სთვის მნიშვნელოვანი გლობალური ნაბიჯიცაა — Glovo Partner Courier Card კომპანიის პირველი თანაბრენდირებული ბარათია მსოფლიოში. პროექტი აერთიანებს მიწოდების პლატფორმას, ბანკსა და Visa-ს, რათა პარტნიორი კურიერებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტი შეიქმნას.
ინიციატივა კიდევ ერთხელ აჩვენებს ტექნოლოგიური და ფინანსური სექტორების თანამშრომლობის მნიშვნელობას და მიზნად ისახავს იმ ადამიანებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ სწრაფი მიწოდების სერვისების მუშაობას.


