GTW ტაშკენტის ბიზნეს დელეგაცია | 15–17 მაისი, 2026
- Apr 30
- 1 min read
გიწვევთ GTW ტაშკენტის ბიზნეს დელეგაციაში! უნიკალურ შესაძლებლობა, რომელიც გააერთიანებს საქართველოს წარმომადგენლებს ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე. ეს არის შეზღუდული რაოდენობის, სპეციალურად შერჩეული 15-კაციანი დელეგაცია, რომელიც გაემგზავრება ტაშკენტში და დაესწრება Global Tech Weekend-ის ღონისძიებას. შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ VIP წვდომა როგორც ღია, ისე დახურულ ღონისძიებებზე, ასევე შესაძლებლობა დაამყარონ მნიშვნელოვანი კონტაქტები ცენტრალური აზიის ბიზნეს და სახელმწიფო სექტორებთან.
GTW Tech Festival — რას უნდა ელოდოთ
Global Tech ფესტივალი ტაშკენტს სამდღიან ტექნოლოგიურ ეპიცენტრად აქცევს, სადაც ინოვაციები, ადამიანები და იდეები ერთიან სივრცეში ერთიანდება. ეს არ არის მხოლოდ ფესტივალი — ეს არის ინტერაქტიული პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ პირადად გაეცნოთ რეგიონის მომავლის შემქმნელებს: ადრეული ეტაპის სტარტაპების დამფუძნებლებს, გლობალური მასშტაბის ინვესტორებსა თუ კრეატორებს. აქ ინოვაცია გართობასთან და პრაქტიკულ გამოცდილებასთან არის სინთეზირებული. ტრადიციული პრეზენტაციების ნაცვლად, მონაწილეებს ელით ინტერაქციული სესიები, ტექნოლოგიური გამოწვევების პრაქტიკული მაგალითები და ინდუსტრიის ლიდერებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. აღმოაჩინეთ უახლესი პროდუქტები და გახდით იმ გარემოს ნაწილი, რომელიც მომავალს ქმნის.
რას მოიცავს პროგრამა
VIP მოსაწვევი GTW ტაშკენტზე სამივე დღისთვის (მათ შორის მთავარი და საღამოს ღონისძიებები)
წინასწარ დაგეგმილი შეხვედრები პარტნიორ კომპანიებთან შემდეგ სექტორებში: FinTech, FashionTech, AgriTech, ვაჭრობა და ლოჯისტიკა, ტურიზმი, მშენებლობა და უძრავი ქონება
შეხვედრები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან
B2B შეხვედრები და სპიდ-ნეთვორქინგი
ორგანიზებული ექსკურსია ტაშკენტში
ტრანსფერი შეკრების წერტილიდან ღონისძიების ლოკაციამდე
სპეციალური ტარიფები სასტუმროებსა და ტაქსის მომსახურებაზე
მონაწილეობის საფასური
დელეგაციაში მონაწილეობის საფასურია $700, თუმცა იქომერს ასოციაცია-საქართველოს წევრებისათვის ხელმისაწვდომია 15%-იანი ფასდაკლება ფასდაკლების კოდის გამოყენებით ($595).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: საფასური არ მოიცავს სასტუმროს, ავიაბილეთებსა და სხვა პირად ხარჯებს.
რეგისტრაცია და შერჩევა:
განაცხადის შესავსებად, მომართვის შესაბამისად გამოგეგზავნებათ ბმული
ბოლო ვადა: 2026 წლის 8 მაისი
📩 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@ecag.ge


