ICT Week Uzbekistan 2026
- 2 days ago
- 2 min read
საქართველოს ეროვნული პავილიონი პირველად ცენტრალური აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე!
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2026 წელს უზბეკეთში გაიმართება ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში — ICT Week Uzbekistan 2026. 2026 წლის ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, რადგან პირველად ICT Week Uzbekistan-ის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული პავილიონი. ეს ქართული IT და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, წარადგინონ საკუთარი ინოვაციური პროდუქტები და სერვისები, დაამყარონ საერთაშორისო პარტნიორობები და გააფართოონ საქმიანობა უზბეკეთისა და ცენტრალური აზიის სწრაფად მზარდ ბაზრებზე.
ICT Week Uzbekistan 2026-ის ოფიციალური ვებგვერდი
რა არის ICT Week Uzbekistan?
ICT Week Uzbekistan რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს:
საერთაშორისო IT და ტექნოლოგიურ კომპანიებს;
სახელმწიფო და კერძო სექტორის ლიდერებს;
სტარტაპებს, ინვესტორებსა და ინოვაციების ეკოსისტემის წარმომადგენლებს;
B2B და B2G ბიზნესშეხვედრებს;
საერთაშორისო პავილიონებსა და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესდელეგაციებს.
ღონისძიება ქმნის უნიკალურ გარემოს გამოცდილების გასაზიარებლად, ახალი პარტნიორობების დასამყარებლად და რეგიონული თუ საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
რას მიიღებენ მონაწილე ქართული კომპანიები?
საქართველოს ეროვნულ პავილიონში მონაწილეობით კომპანიები შეძლებენ:
დაამყარონ საქმიანი კავშირები უზბეკეთისა და ცენტრალური აზიის ბაზრების წარმომადგენლებთან;
შეხვდნენ სახელმწიფო უწყებებისა და წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს;
საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინონ საკუთარი პროდუქტები, სერვისები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები;
შეისწავლონ რეგიონის საინვესტიციო გარემო და IT ეკოსისტემა;
გახდნენ საქართველოს პირველი ოფიციალური წარმომადგენლები ICT Week Uzbekistan-ზე.
ადგილობრივი მხარდაჭერა — Loialte Uzbekistan
ადგილობრივი პარტნიორი Loialte Uzbekistan მონაწილე ქართულ კომპანიებს შესთავაზებს სრულ მხარდაჭერას, მათ შორის:
მონაწილეობის ორგანიზებას;
მიზნობრივი B2B შეხვედრების დაგეგმვას;
ადგილობრივ ნეთვორქინგსა და ბიზნესკავშირების განვითარებას;
ბაზარზე შესვლის შესაძლებლობების შეფასებასა და საკონსულტაციო მომსახურებას.
მონაწილეობის ფორმატები
1. ეროვნული პავილიონი (სტენდი)
საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის წევრი კომპანიები მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას, რადგან წელს პირველად იმართება საქართველოს ეროვნული პავილიონი. 3×3 მეტრის (9 მ²) სრულად აღჭურვილი სტენდის ღირებულებაა — 3,938 აშშ დოლარი.
2. ვიზიტორის სტატუსით მონაწილეობა
ღონისძიებაზე ვიზიტორის სტატუსით მონაწილეობა სრულიად უფასოა.
ICT Week Uzbekistan 2026 წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქართული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, გააძლიერონ საერთაშორისო პოზიციონირება, აღმოაჩინონ ახალი ბიზნესშესაძლებლობები და გახდნენ ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პლატფორმის მონაწილეები.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: info@ecag.ge


