top of page

Keylocker - ასოციაციის ახალი წევრი



გვინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Keylocker.ge


Keylocker.ge საქართველოს ბაზარზე 2019 წლის მაისის თვიდან დაიწყო ფუნქციონირება. ონლაინ მაღაზიის საშუალებით ახორციელებს გასაღების შემნახველი სეიფების (ე.წ. “ქეილოქერების”) რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.


ჩვენი მომხმარებლები ძირითადად არიან ფიზიკური პირები, რომლებიც Airbnb, Booking.com და სხვა პლატფორმების საშუალებით აქირავებენ ბინებს ტურისტებზე.

ჩვენი პროდუქციის საშუალებით, მომხმარებლები მარტივად და რაც მთავარია, დისტანციურად ახორციელებენ სტუმრების მიღება/გაცილების პროცესს.


ჩვენ ვაწვდით პროდუქციას მთელი საქართველოს მასშტაბით 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში. მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მოახდინონ ანგარიშსწორება ონლაინ მაღაზიის პლატფორმაზე საბანკო ბარათით (Visa/Mastercard/Amex) ან ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან შეკვეთის ჩაბარებისას.


იქომერს ასოციაციაში წევრობა გვაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად მივიღოთ და ასევე გავცეთ ინფორმაცია ელ-კომერციის სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

bottom of page