Storera - ასოციაციის ახალი წევრი
- 12 minutes ago
- 1 min read
Storera „იქომერს ასოციაცია-საქართველოს“ წევრი გახდა!

Storera წარმოადგენს eCommerce SaaS პლატფორმას, რომელიც ბიზნესებს ეხმარება საკუთარი ონლაინ მაღაზიის სწრაფად და მარტივად შექმნაში, მართვასა და განვითარებაში. პლატფორმა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ამარტივებს ონლაინ გაყიდვებზე გადასვლას და მათთვის სრულყოფილი იქომერსინფრასტრუქტურის შექმნას.
Storera-ს პლატფორმა მოიცავს ონლაინ მაღაზიის შექმნისა და მართვისთვის საჭირო სრულყოფილ ფუნქციონალს - ონლაინ მაღაზიის შემქნას SaaS პლატფორმას და 50+ ელ. კომერციისთვის საჭირო პარტნიორსა და მესამე მხარის სერვისს.
Storera-სთვის ასოციაციის წევრობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, აქტიურად ჩაერთოს საქართველოს იქომერს ეკოსისტემის განვითარებაში, გაუზიაროს გამოცდილება ინდუსტრიის სხვა მონაწილეებს და მათთან ერთად იმუშაოს სექტორის წინაშე არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიმართულებით.
როგორც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი იქომერს ტექნოლოგიური პლატფორმისთვის, Storera-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდუსტრიის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობა, ბიზნესებისთვის თანამედროვე იქომერს შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდა და საქართველოში ონლაინ ვაჭრობის კულტურისა და ბაზრის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.


