top of page

თბილისის მარკეტინგული ფორუმი 2026

  • 6 hours ago
  • 1 min read

27 მარტს, Marketer.ge-ს ორგანიზებით, სასტუმრო „ტელეგრაფი“ გახდა თბილისის მარკეტინგული ფორუმის 2026-ის მთავარი შეკრების ადგილი. ფორუმი ერთ სივრცეში აერთიანებდა ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებს, კომპანიებსა და სტარტაპებს, რამაც მათ უნიკალური შესაძლებლობა მისცა გაეცნოთ ერთმანეთი და წარმოეჩინათ თავიანთი  ბრენდები და სერვისები. მონაწილეებს ასევე მიეცათ შესაძლბელობა გაეღრმავებინათ B2B კავშირები და გაეცნოთ ახალი პროფესიული კონტაქტები.


ღონისძიების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა სხვადასხვა წარმატებული მარკეტინგული ქეისის წარმოდგენა, დაამსწრეებისათვის სიღრმისეული ცოდნის გასაზიარებლად. ღონისძიებამ დღის განმავლობაში 1,000–მდე ვიზიტორს უმასპინძლა და მოიცავდა ორ ძირითად სივრცეს:


  • B2B მარკეტფლეისს – საქმიანი შეხვედრებისა და ახალი პარტნიორების დასაფუძნებლად, სადაც მონაწილეებს იდეების გაცვლის შესაძლებლობა ჰქონდათ

  • ფორუმის მთავარ სცენას – ადგილი, სადაც წარმოდგენილი იყო საინტერესო ბიზნესქეისები, საუკეთესო პრაქტიკები და ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიები


ღონისძიებას დაესწრო იქომერს ასოციაცია საქართველოს წარმომადგენლობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის აქტიურობას თანამედროვე მარკეტინგულ ეკოსისტემაში.  მსგავსი პლატფორმები ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარებისა და ქსელური შესაძლებლობების გაფართოებისათვის, ასევე ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარების მხარდასაჭერად.





 
 
bottom of page