top of page

გადახდის გვერდის კონვერსია: რა არის მნიშვნელოვანი გაყიდვების ზრდისთვის?

  • guntsadze
  • Sep 10
  • 2 min read

Updated: Sep 13

ალბათ ყველა ჩვენგანს გვქონია მომენტი, როდესაც ონლაინ შოპინგის დროს გადახდამდე მივდივართ, მაგრამ საბოლოოდ ტრანზაქციას არ ვასრულებთ. Საინტერესოა რა იწვევს ამ ყველაფერს? კვლევებით დასტურდება, რომ ამას ძირითადად ორი მიზეზი აქვს: Სირველი საიტის მიმართ უნდობლობა და მეორე- გადახდის რთული ან მოუხერხებელი პროცესი.

მთავარი ბარიერები შეკვეთის გადახდისას

ConvertCart-ის მონაცემებმა დაადასტურა, რომ 2025 წელს ონლაინ შოპინგში საშუალოდ 70% შენაძენი ბოლომდე არ სრულდება, რაც ონლაინ მაღაზიებს წელიწადში დაახლოებით 18 მილიარდ დოლარს აკარგვინებს. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში გაუთვალისწინებელი დამატებითი ხარჯები და მოუხერხებელი გადახდის პროცესებია.

რა არის კონვერსია და რატომაა მნიშვნელოვანი ამ მაჩვენებლის რეგულირება? კონვერსია გადახდაში არის წარმატებული ტრანზაქციების წილი გაყიდვების საერთო რაოდენობიდან, ეს მაჩვენებელი კი პირდაპირ მოქმედებს ბიზნესის ეფექტურობაზე. გადახდის პროცესის გაუმჯობესებით კი შესაძლებელია დასრულებული შეკვეთების რაოდენობის გაზრდა და საიტის საერთო კონვერსიის გაუმჯობესება.

გადახდის გვერდის კონვერსიაზე გავლენის მქონე ფაქტორები

გადახდის კონვერსიებზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა ბიზნესის მართვისას მნიშვნელოვანია რამოდენიმე მათგანი ზედმიწევნით სწორად ვიცოდეთ.

  1. სანდოობა-საიტიუნდამუშაობდესსტაბილურადდამომხმარებელში იწვევდეს ნდობას, ამას კი განაპირობებს კარგი დიზაინი, ხარისხიანი კონტენტი და გამჭვირვალე ინფორმაცია კომპანიის შესახებ.


  2. კომფორტულიდამოსახერხებელიპირობები-გადახდისგვერდიუნდაიყოს მარტივი და გასაგები - მინიმალური ველები, გასაგები სტრუქტურა და საჭირო მინიშნებები ამცირებს გადახდის პროცესის შეწყვეტას და ზრდის კონვერსიას.


  3. მობილურმოწყობილობებთანადაპტაცია-სტატისტიკისმიხედვით2025წელს ონლაინ შესყიდვების 70% სმარტფონებიდან სრულდება, რაც მობილურს გაყიდვების მთავარ არხად აქცევს. ამიტომ, მობილურ მოწყობილობებზე ოპტიმიზაცია პირდაპირ ზრდის კონვერსიას - რაც უფრო მარტივია სმარტფონზე ინტერფეისი, მით მეტი მომხმარებელი დაასრულებს შეკვეთას.

  4. გადახდისსხვადასხვამეთოდები-გადახდისსხვადასხვამეთოდისარსებობა პირდაპირ კავშირშია კონვერსიების ზრდასთან - თუ მომხმარებელი ვერ პოულობს მისთვის მოსახერხებელ ვარიანტს, ის ხშირად კონკურენტთან გადადის, მეტი არჩევანი და უსაფრთხოება კი ამცირებს შეძენაზე უარის თქმას, აძლიერებს ნდობას და ზრდის ტრანზაქციის დასრულების ალბათობას.

  5. Სისწრაფე-საიტისსწრაფიმუშაობაონლაინშოპინგისშემთხვევაში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია: თუ პროცესები 3 წამზე მეტხანს გრძელდება, მომხმარებელთა 40% საიტს ან კონკრეტულად რომელიმე გვერდს ტოვებს. Სმარტფონების შემთხვევაში 1 წამიანმა დაყოვნებამ შეიძლება კონვერსია 20%- ით შეამციროს. დაბოლოს, იმ შემთხვევაში თუ გადახდის გვერდის ჩატვირთვა 3 წამს აჭარბებს მომხმარებელთა დაახლოებით 57% კალათს ტოვებს და ტრანზაქციას არ ასრულებს.

  6. უსაფრთხოება(Antifraudfilters)-მნიშვნელოვანიასაიტიდაცულიიყოს,თუმცა ზედმეტმა შემოწმებამ და რთულმა პროცესებმა შესაძლოა გაყიდვების შემცირება გამოიწვიოს. ამიტომ გავითვალისწინოთ რომ ბალანსი უსაფრთხოების სისტემასა და კომფორტულად შოპინგს შორის არსებითად მნიშვნელოვანია.

  7. კრიპტოვალუტა,როგორცკონვერსიისზრდისსაშუალება-გადახდისეტაპზე ინტერნეტმაღაზიები ყველაზე მეტ კლიენტს კარგავენ, ამიტომ მნიშვნელოვანია საიტის სანდოობა, მარტივი ჩექაუთი, სმარტფონებზე ოპტიმიზაცია და გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ეფექტური გზა- კრიპტოვალუტით გადახდის დანერგვა, რომელიც მომხმარებლებისთვის მოსახერხებელია, არ საჭიროებს ბანკების ჩართვას და უზრუნველყოფს სწრაფ ტრანზაქციებს. მსოფლიოში უკვე 560 მილიონზე მეტი ადამიანი ფლობს ციფრულ აქტივებს, რაც მიუთითებს კრიპტოს მზარდ პოპულარობაზე. ამ პროცესს ამარტივებს კრიპტოპროცესინგიც, რომელიც ავტომატურად ამუშავებს გადახდებს და აკონტროლებს ტრანზაქციებს, რაც საბოლოო ჯამში ზრდის გადახდის გვერდის კონვერსიას.

 
 
bottom of page