top of page

რატომ არის პროდუქტის დასახელება მნიშვნელოვანი?

  • guntsadze
  • 17 hours ago
  • 3 min read
2025 წელს ჩატარებული, შოპინგ-ქცევასთან დაკავშირებული კვლევის თანახმად, მომხმარებელთა 47% სამომხმარებლო გზას იწყებს სავაჭრო პლატფორმებზე და არა საძიებო სისტემებში ან ბრენდების ვებ-გვერდებზე და თქვენი პროდუქტის დასახელება - არის პირველი, რასაც ისინი ხედავენ. ეს ეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღებაში, გახსნან გვერდი თუ გადავიდნენ სხვაგან. პროდუქტის დასახელება ასევე ოპტიმიზირებული უნდა იყოს საძებო ალგორითმებისთვის, რათა მოხდეს კონკურენტებს შორის გამორჩევა. ეს არამარტო კლიკებს მოიზიდავს, არამედ პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს შემოსავალზე. კარგად მოფიქრებული დასახელება დაგეხმარებათ ბრენდის ცნობადობის და შემოსავლის გაზრდაში. ასევე, ხელს შეუწყობს თქვენი პროდუქტების სწრაფად მოძებნას. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ყველა პლატფორმას თავისი წესები და მოთხოვნები აქვს ამ საკითხის მიმართ.

როგორ დავასათაურთ პროდუქტი, რომ ყველა მარკეტფლეისზე გაყიდოს?  
წარმოგიდგენთ რამოდენიმე რჩევას:

1. მიუთითეთ სწორი ინფორმაცია
პროდუქტის კარგი დასახელება უნდა იყოს გასაგები, ინფორმატიული და საკვანძო სიტყვების შესაფერისი. ამიტომ, კარგი იქნება, თუ შექმნით თანმიმდევრულ სტრუქტურას თქვენი ბრენდისთვის და იგივე მიდგომას გაავრცელებთ ყველა პროდუქტზე, რომელსაც ყიდით. მაგალითად: 
ბრენდი + პროდუქტის დასახელება + ძირითადი მახასიათებლები. ზომა, ფერი, მასალა, რაოდენობა და ა.შ.

2. გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები გონივრულად 
მომხმარებელთა დიდი ნაწილი არ ათვალიერებს კატეგორიებს - ისინი იყენებენ საძიებო სისტემას. ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტის სათაური უნდა შეიცავდეს საკვანძო სიტყვებს, რომლებიც ძიების დროს გამოიყენება მომხმარებლის მიერ. ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები უნდა იყოს დასაწყისში, რადგან ბევრი სავაჭრო პლატფორმა გრძელ სათაურებს კვეცს, განსაკუთრებით მობილურ მოწყობილობებზე. 
ასევე, მნიშვნელოვანია საერთო საძიებო ტერმინების გამოყენება. ტექნიკური ან პროფესიული ენის ნაცვლად, შეარჩიეთ სიტყვები, რომლებსაც ადამიანები ბუნებრივი მეტყველების დროს იყენებენ. მაგალითად, “სპორტული ფეხსაცმელი”-ს ნაცვლად, სჯობს გამოიყენოთ “სარბენი ბოტასები” - ეს გაამარტივებს ძიების პროცესს.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია მოერიდოთ საკვანძო სიტყვებით ტექსტის დატვირთვას, რადგან ასეთი ფორმატი სპამს ემსგავსება, ართულებს წაკითხვას და პოტენციური მომხმარებლისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება.
3. დაიცავით მარკეტფლეისის წესები და მოთხოვნები
ყველა პლატფორმას სპეციფიკური წესები და მოთხოვნები აქვს პროდუქტის დასათაურების მიმართ. ეს კონკრეტულად გამოიხატება სიმბოლოების შეზღუდვაშიც. მაგალითად:
  • Amazon -ს შეზღუდვა აქვს 200 სიმბოლომდე.
  • eBay -ს 80 სიმბოლომდე.
  • Walmart -ს რეკომენდირებული 50-75 სიმბოლო აქვს.
ამ ნიუანსების გათვალისწინება დაგეხმარებათ უფრო სწორი სტრუქტურის შექმნაში და ავტომატიზაცია-ოპტიმიზაციაში. რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება როგორც ბრენდის იმიჯზე, ისე გაყიდვების რაოდენობაზე.
4. დაამატეთ პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები მყიდველები სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებას პროდუქტის სათაურის და დეტალების ნახვის შემდეგ. ამიტომ, აუცილებლად წარმოადგინეთ შემდეგი მონაცემები:
  • ზომა
  • ფერი
  • მასალა
  • შეფუთვის მოცულობა და ოდენობა
ეს დეტალები თქვენს ინფორმაციას გახდის უფრო მიმზიდველს და გადაიტანს მას წინა პლანზე, ძიების შესაბამისი შედეგების ჩვენებისას.
5. ეცადეთ, რომ ტექსტი იყოს მარტივად წაკითხვადი
რეკომენდირებულია დასათაურებაში არ იქნეს გამოყენებული გამოკვეთილი ასოები, რადგან შეიძლება სპამად გამოჩნდეს და ასევე, ძალიან არაპროფესიონალურად. დასაშვები არ არის სპეციფიკური სიმბოლოების გამოყენებაც, როგორიცაა მაგალითად: *@#&%!?! - ეს არანაირ ფასეულობას არ მატებს დასახელებას, პირიქით, შეიძლება გადატვირთოს და ნაკლებად მიმზიდველი გახადოს.
არ გადაამლაშოთ სარეკლამო ტექსტებითაც, როგორიცაა: “საუკეთესო”, “გასაოცარი”, “ყველაზე იაფი” ან “უფასო მიწოდება” ეს ტერმინები არანაირ გავლენას არ ახდენს ძიების შედეგზე და ინფორმაცია შეიძლება გადატვირთოს ან დამაბნეველი გახადოს. ამის ნაცვლად, მიმართეთ მარტივი და გასაგები ენის გამოყენებას, რომელიც ზუსტად ასახავს პროდუქტს და დაეხმარება მომხმარებელს იმის პოვნაში, რასაც ეძებენ.

6. ოპტიმიზაცია გააკეთეთ მობილური მოწყობილობებისთვის
სავაჭრო პლატფორმებზე შესყიდვების 70% ხორციელდება მობილური მოწყობილობიდან. ეს ნიშნავს, რომ გრძელი დასათაურება იკვეცება. ამიტომ, როცა ტექსტს მობილური მოწყობილობებისთვის ოპტიმიზაციას გაუკეთებთ, გაითვალისწინეთ შემდეგი:
  • ყველაზე მნიშნველოვანი დეტალები განათავსეთ დასაწყისში.
  • მობილურ მოწყობილობებზე უკეთესი ხილვადობისთვის, შეეცადეთ გამოიყენოთ მხოლოდ 50-80 სიმბოლო.
  • გადაამოწმეთ, როგორ ჩანს თქვენი დასათაურება სხვადასხვა მოწყობილობების ძიების შედეგებში.
7. მუდმივად დატესტეთ და გააუმჯობესეთ ტექსტის ფორმატი
მცირედმა ცვლილებამაც კი, შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს გაყიდვებზე. სცადეთ A/B-ტესტირება დასათაურების სხვადასხვა ფორმატებისთვის:
  • დატესტეთ, ახდენს თუ არა გავლენას სხვადასხვა დეტალების წაშლა ან დამატება კლიკების რაოდენობაზე.
  • გააკონტროლეთ, როგორ ახდენენ კონკურენტები მათი პროდუქტების დასათაურების სტრუქტურირებას.
  • კორექტირებები შეიტანეთ იმის საფუძველზე, რაც ეფქტურად მუშაობს.

დასკვნა

პროდუქტის სწორი და მიმზიდველი დასათაურება დაგეხმარებათ გამოირჩეოდეთ კონკურენტებს შორის, მოიპოვოთ უფრო მაღალი რეიტინგი საძიებო სისტემაში და საბოლოოდ უფრო მეტი გაყიდოთ. მცირედი ცვლილებებიც კი, როგორიცაა საკვანძო სიტყვების განლაგების კორექტირება ან პროდუქტის მონაცემების დაზუსტება, შეიძლება მნიშვნელოვნად აისახოს ნახვებზე და კონვერსიის გაზრდაზე. 

თუ შექმნით სწორ სტრუქტურას, მის საფუძველზე განხორციელებული ოპტიმიზაცია არამარტო გაყიდვებს გაგიზრდით, არამედ შეგიმცირებთ ხარჯებს, რაც აუცილებელია პროდუქტის ბაზარზე რეკლამირებისა და განვითარებისთვის. გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები, მეტად კონცენტრირდით მობილურ მომხმარებლებზე და ყოველთვის შეამოწმედთ შედეგები, რათა შემოსავალი მაქსიმალურად გაზარდოთ.
 
 
bottom of page