top of page

როგორ მუშაობს მარკეტფლეისებისთვის "Fulfillment" და რომელ ბიზნესს სჭირდება?

  • guntsadze
  • Sep 12
  • 3 min read

შენახვა, შეფუთვა, მიწოდება — ყველა ამ ამოცანის დელეგირება შესაძლებელია. Fulfillment-ი ბიზნესს საშუალებას აძლევს გათავისუფლდეს რუტინული პროცესებისგან და კონცენტრირდეს ზრდაზე და ამ გზით დაზოგოს დრო და რესურსები. როგორ მუშაობს ეს სიტემა და რატომ უნდა სცადოს სელერმა?

რა არის Fulfillment-ი?

Fulfillment-ი (შესრულება) — ეს არის მომსახურების კომპლექსი ლოჯისტიკაში, რომელიც მოიცავს საქონლის შენახვას, შეფუთვას, მიწოდებას და დაბრუნების პროცესის დამუშავებას. მისი დახმარებით, ბიზნესი თავისუფლდება საწყობის მართვის, შეფუთვის და მიწოდების პროცესებისა და დაბრუნებასთან დაკავშრებული პრობლემების მოგვარებისა და განაცხადების დამუშავებისგან. ის განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ინტერნეტ-მაღაზიებისთვის, ბრენდებისა და მწარმოებლებისთვის, რომლებსაც სურთ სწრაფად განვითარება, ზრდა და არ სურთ რუტინულ საქმეზე დროის ხარჯვა.

როგორ მუშაობს Fulfillment-ი?

ამ სისტემის გამოყენებით, სელერს არ სჭირდება საქონლის მიღება, საწყობის მოძიება, შეკვეთების შეფუთვა და მყიდველებისთვის გაგზავნა. ამ ყველაფერს აკეთებს Fulfillment-ოპერატორი. სელერი ფოკუსირდება გაყიდვებზე და ბიზნესის განვითარებაზე. 


Fulfillment-ი არის სხვადასხვაგვარი იქედან გამომდინარე, თუ სად ინახება საქონელი. ძირითადად, გამოიყენება სისტემის ორი სახე - FBY (Fulfillment by Yocabè) ანუ შესრულება მარკეტფლეისის საწყობიდან და FBS (Fulfillment by seller) - შესრულება სელერის საწყობიდან.


პირველი მოდელის გამოყენების შემთხვევაში, სელერი აგზავნის საქონელს მარკეტფლეისის საწყობში, შემდეგ კი მთელ ლოჯისტიკას, როგორიცაა: შენახვა, შეფუთვა, მიწოდება და დაბრუნება - საკუთარ თავზე იღებს მარკეტფლეისი. 


მეორე მოდელისას საქონელი ინახება სელერთან, მაგრამ შეკვეთის შემთხვევაში, ის თავად აგროვებს მას, ფუთავს და გადასცემს მარკეტფლეისს მიწოდებისთვის. 


სელერებს შეუძლიათ ერთმანეთს შეუთავსონ ორივე მოდელი. მაგალითან, ახალი საქონელი თავიდან FBS მოდელით გაყიდონ მოთოხვნის დასატესტად, ხოლო პოპულარული პოზიციები FBY მოდელით იმისათვის, რომ მოხდეს სწრაფი მიწოდება და გაყიდვების მასშტაბირება.


რომელ ბიზნესს სჭირდება Fulfillment-ი?

Fulfillment-ი სჭრიდება იმ ბიზნესებს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია შეკვეთების სწრაფად და მოხერხებულად დამუშავება და დასაწყობების, შეფუთვის და მიწოდების ხარჯების შემცირება. ეს სისტემა ეხმარება ბიზნესს მასშტაბირებაში, საოპერაციო ხარჯების შემცირებაში და სწრაფი მიწოდების უზრუნველყოფაში, რითაც იზრდება მომხმარებლების ლოიალურობა ბრენდის მიმართ.


Fulfillment-ის უპირატესობები

  • მაქსიმალურად სწრაფი მიწოდება;

  • მარკეტფლეისზე შერჩეული სხვადასხვა საქონელის ერთ შეკვეთაში თავმოყრა.

  • მომხმარებლების მხრიდან მეტი ინტერესი სწრაფი მომსახურებისი გამო.

  • მინიმალური რისკები.

  • გაყიდვების საფუძველზე სწორი ანალიტიკის გაკეთების შესაძლებლობა ეფექტური მიწოდებისთვის.

Fulfillment vs საკუთარი საწყობი: რომელი სჯობს?

Fulfillment-ი მოსახერხებელია, როცა ბიზნესს სურს დასაწყობების, შეფუთვის და მიწოდების პროცესი აუთსორსს გადასცეს და შეიმციროს ლოჯისტიკის არჯები. საკუთარი საწყობი მეტი კონტროლის საშუალებას იძლევა, თუმცა, მოითხოვს იჯარის, პრსონალის და შეფუთვის ხარჯების გაწევას.

FBS მოდელი ოპტიმალურია ისეთი საქონლისთვის, რომელთა შენახვა არ შეიძლება მარკეტფლეისის საწყობში, მაგალითად: საიუველირო ნაწარმი, წამლები და ა.შ. FBS ასევე ირჩევენ მაშინ, როცა საჭიროა გამოკთხვის ჩატარება ან მოთხოვნის დატესტვა და იმის გაგება, თუ რას ყიდულობს მომხმარებელი ყველაზე მეტად. საქონელი, რომელიც ყველაზე ხშირად ან ერთად და კომპლექტში (მაგალითად მობილური და ქეისი ან ეკრანის დამცავი, ხალათი და ჩუსტები) იყიდება ან მასზე სტაბილური მოთხოვნაა, უმჯობესია გადავიდეს FBY მოდელზე, იშვიათი ან დაბალი მოთხოვნის მქონე საქონელი, შეგიძლიათ დაიტოვოთ საკუთარ საწყობში. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარკეტფლეისები უფასოდ ასაწყობებენ იმ საქონელს, რომლებიც სწრაფად იყიდება. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა ეს სერვისი სელერისთვის ფასიანია.


როგორ შევარჩიოთ Fulfillment ოპერატორი?

თუ მარკეტფლეისის Fulfillment-ის ნაცვლად დამოუკიდებელ ოპერატორთან თანამშრომლობა გსურთ იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ შეკვეთების მომსახურება სხვადასხვა პლატფორმებზე, აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები: 


🔍 სად აქვს ოპერატორს საწყობები?

თუ მყიდველები ძირითადად დიდ ქალაქებში არიან, ხოლო ოპერატორის საწყობი მათგან შორსაა, მიწოდება უფრო ძვირი და ხანგრძლივი იქნება. ოპტიმალურია, თუკი ოპერატორს ექნება საწყობები სხვადასხვა რეგიონებში, რათა შეკვეთების მიწოდება მოხდეს სწრაფად.


რა უნდა დააზუსტოთ:✔ აქვს თუ არა ოპერატოს საწყობები თქვენთვის საჭირო რეგიონებში?✔ შესაძლებელია თუ არა საქონლის სხვადასხვა საწყობებში გადანაწილება?


💵 რა ღირს ოპერატორის მომსახურება?

Fulfillment-ი — ეს არის შენახვის, შეფუთვის, კომპლექტაციის და მიწოდების ხარჯები. ყველა ოპერატორს თავისი განფასება აქვს. ზოგთან დაბალია შენახვის ფასი, მაგრამ ძვირია შეფუთვა, ზოგან პირიქით.


რა უნდა დააზუსტოთ:✔ გამჭვირვალე ტარიფები — ხომ არ არის ფარული გადასახადები?✔ შესაძლებელია თუ არა მხოლოდ ფაქიტურ მომსახურებაზე გადახდა?


🔗 როგორ ინტეგრირდებიან მარკეტფლეისებთან და მაღაზიებთან?

თუ რომელიმე მარკეტფლეისზე ან პლატფორმაზე ყიდით, ოპერატორს უნდა ჰქონდეს შეკვეთების ავტომატური გადაცემის და მარაგების განახლების შესახებ ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური მხარდაჭერის შესაძლებლობა.


რა უნდა დააზუსტოთ:✔ აქვს თუ არა ინტეგრაციის შესაძლებლობა თქვენს მიერ გამოყენებულ პლატფორმასთან?✔ ახდლება თუ არა ავტომატურად მარაგების შესახებ ინფორმაცია?


🤏🏻 შესაძლებელია თუ არა მცირე მოცულობებით მუშაობა? 

ზოგიერთი ოპერატორი მუშაობს მხოლოდ მსხვილ სელერებთან და დაწესებული აქვს ყოველთვიური ბრუნვის მინიმალური ოდენობა. თუ მცირე ბიზნესი გაქვთ, საჭიროა მოქნილი პიორბების მიღება.


რა უნდა დააზუსტოთ:✔ აქვს თუ არა ოპერატორს შეზღუდვები საქონლის მინიმალურ რაოდენობაზე?✔ შესაძლებელია თუ არა რაოდენობის გაზრდა, გაყიდვების მოცულობის ზრდასთან ერთად?


🚩 როგორ ხდება დაბრუნების პროცესის მართვა-დამუშავება? 

ტანსაცმელის და ფეხსაცმელის მიმართულებით, დაბრუნების ოდენობა აღწევს 30%-ს. თუ ოპერატორი დიდხანს ამოწმებს საქონელს, ის შეყოვნდება საწყობში და დაიკარგება თანხა. 


რა უნდა დააზუსტოთ:


✔ რამდენად სწრაფად იღებენ და ამოწმდებენ დაბრუნებულ საქონელს?


✔ არის თუ არა დამატებითი გადასახადი დაბრუნების პროცესის დამუშავებისთვის?

 
 
bottom of page