ABOVE Digital - ასოციაციის ახალი წევრი
- guntsadze
- Jan 26
- 1 min read
Updated: 7 days ago
ABOVE Digital წარმოადგენს ციფრული ტრანსფორმაციის
სრულფასოვან პარტნიორს, რომელიც საქმიანობაში აერთიანებს
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ განვითარების პროცესებს,
თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფ დეველოპმენტს,
იმერსიულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და ელექტრონული
კომერციის სრულმასშტაბიან ციფრულ სერვისებს.
კომპანია უზრუნველყოფს ორგანიზაციების, ბიზნესებისა და
ბრენდების მხარდაჭერას ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების
დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომლებიც ზრდის ოპერაციულ
ეფექტიანობას, აჩქარებს ციფრულ განვითარებას და ქმნის მდგრად
ბიზნეს ღირებულებას.
კომპანიის ძირითადი საქმიანობის მიმართულებებია:
პროგრამული პროდუქტის განვითარება
ელექტრონული კომერციის 360° გადაწყვეტილებები
ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია
იმერსიული ტექნოლოგიები
ABOVE Digital-ის კონკურენტული უპირატესობა ეფუძნება
თანამედროვე AI ინსტრუმენტების, ავტომატიზაციისა და
ოპტიმიზებული სამუშაო პროცესების სისტემურ გამოყენებას, რაც
ამცირებს დროით და ოპერაციულ დანახარჯებს, ზრდის სიზუსტეს და
უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის შედეგებს.
კომპანია იზიარებს ხედვას, რომ თითოეულ ბიზნეს სუბიექტს
ეკისრება პასუხისმგებლობა იმ სექტორის განვითარებაზე, რომელშიც
საქმიანობს. ძლიერი და მდგრადი ეკოსისტემა ყალიბდება
თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და საერთო
ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობის გზით, სადაც ბაზრის
მონაწილეები ერთმანეთს აღიქვამენ არა როგორც კონკურენტებს,
არამედ როგორც თანამონაწილეებს საერთო მიზნების მისაღწევად.
ასოციაციის წევრობა ABOVE Digital-ისთვის წარმოადგენს
ინსტიტუციურ პლატფორმას დარგობრივი თანამშრომლობის
გაღრმავების, სექტორული სტანდარტების განვითარებისა და
ელექტრონული კომერციისა და ციფრული ეკონომიკის ეკოსისტემის
გაძლიერების მიზნით.
კომპანიის მისიაა იყოს ინოვაციის სანდო ნავიგატორი —
სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ
ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებით, არამედ აქტიურად
უწყობს ხელს ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის
გონივრულ, სწრაფ და მდგრად განვითარებას. www.abovedigital.io


