დახვდი Black Friday-ს მომზადებული - გააძლიერე შენი პლატფორმის მდგრადობა HT Solutions-თან ერთად
Black Friday-ის მოახლოებასთან ერთად ონლაინ ბიზნესებისთვის განსაკუთრებით აქტუალური ხდება ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მზადყოფნა. მომხმარებელთა გაზრდილი ნაკადი, ტრანზაქციების მაღალი ინტენსივობა და კიბერუსაფრთხოების რისკები მოითხოვს პლატფორმების წინასწარ შემოწმებასა და სათანადო მომზადებას.
HT Solutions აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას ტექნოლოგიური გამოწვევების დაძლევასა და ციფრული გარემოს მდგრადობის გაძლიერებაში. Black Friday-ის პერიოდში კომპანიებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ სამ მნიშვნელოვან მიმართულებას:
Unified Monitoring - ინფრასტრუქტურისა და აპლიკაციების მუშაობის რეალურ დროში მონიტორინგი საშუალებას იძლევა, შეფერხებები დროულად გამოვლინდეს და სისტემების გამართული მუშაობა შენარჩუნდეს.
Load & Stress Testing - დატვირთვის სიმულაცია ეხმარება ბიზნესებს წინასწარ შეაფასონ პლატფორმის შესაძლებლობები, გამოავლინონ სუსტი წერტილები და მოემზადონ მომხმარებელთა გაზრდილი ნაკადისთვის.
Code Scanning - კოდის უსაფრთხოების შემოწმება ხელს უწყობს პოტენციური მოწყვლადობების აღმოჩენასა და კიბერუსაფრთხოების რისკების შემცირებას.
ტექნოლოგიური მზადყოფნა ონლაინ ბიზნესებს საშუალებას აძლევს, Black Friday-ის პერიოდში შეამცირონ შეფერხებების ალბათობა, შეინარჩუნონ მომხმარებლის გამოცდილების ხარისხი და უფრო თავდაჯერებულად შეხვდნენ გაყიდვების პიკს. სწორედ ამ პროცესში ბიზნესებს HT Solutions სამი მნიშვნელოვანი სერვისით ეხმარება: Unified Monitoring, Load & Stress Testing და Code Scanning, რომლებიც პლატფორმების წარმადობის, მდგრადობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.
HT Solutions - Your Tech Ally for Life
გაიგეთ მეტი: www.hts.ge/contact_us | info@hts.ge



