top of page

AI & მარტკეტინგი 2026

  • 3 hours ago
  • 1 min read

ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის თამაშის წესებს: როგორ აღმოვაჩენთ ბრენდებს, ვის ვენდობით და საბოლოოდ ვისგან ვყიდულობთ. სულ უფრო ხშირად მომხმარებლები პასუხებს ეძებენ არა მხოლოდ საძიებო სისტემებში, არამედ AI პლატფორმებში, მათ შორის ChatGPT-ში. კითხვები მარტივია, მაგრამ ბიზნესისთვის გადამწყვეტი: „რომელი სერვისი ავირჩიო?“ „რომელი ბრენდია უკეთესი?“


სწორედ ამ ტრანსფორმაციულ ცვლილებებს მიეძღვნა AI & Marketing 2026 (Networking Event), რომელიც სრულად ფოკუსირდა AI რეკომენდაციების ეპოქაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს ბრენდი ხილვადი იქ, სადაც მომხმარებელი გადაწყვეტილებას იღებს.




28 თებერვალს, თბილისში, Golden Tulip Design-ში გამართული ღონისძიების ორგანიზატორი იყო "Deeprank". სივრცეში თავი მოიყარა 200-ზე მეტმა მარკეტინგის ლიდერმა, ბრენდ მენეჯერმა, მეწარმემ და ინოვატორმა, რათა ერთად ემსჯელათ იმაზე, როგორ იცვლება კონკურენციის წესები AI-ის გავლენით. ღონისძიებას ესწრებოდნენ სფეროს პროფესიონალები, მათ შორის ლადო კანდელაკი, "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს თავმჯდომარე და თანადამფუძნებელი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თემის მნიშვნელობას ქართული ციფრული ეკოსისტემისთვის.


დისკუსიების მთავარი ფოკუსი იყო ის, თუ როგორ ცვლის AI ძებნისა და კონტენტის აღმოჩენის პროცესს, როგორ მუშაობს Answer Engine Optimization (AEO) და რატომ აღარ არის საკმარისი მხოლოდ ტრადიციული SEO. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა, როგორ გახდეს ბრენდი AI პასუხების ნაწილი, როგორ მოამზადონ მარკეტინგული სტრატეგია AI-დამოკიდებული მომავლისთვის და როგორ შექმნან პოზიციონირება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციებში ბუნებრივად ჩნდება.


AI & Marketing 2026 მხოლოდ კონფერენცია არ ყოფილა; ის იყო სივრცე, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ AI აღარ არის თეორიული ტენდენცია. ის უკვე გავლენას ახდენს მომხმარებლის არჩევანზე და თუ ბრენდი არ ჩანს AI პასუხებში, ის შესაძლოა საერთოდ არ არსებობდეს მომხმარებლის გადაწყვეტილების მომენტში.


 
 
bottom of page