top of page

AI x E-COMMERCE DEMO DAY

  • May 22
  • 1 min read

21 მაისს, "საქართველოს AI ასოციაციამ" (GAIA) "იქომერს ასოციაცია-საქართველოსთან" (eCAG) ერთად გამართა ღონისძიება "AI x E-COMMERCE DEMO DAY".

















ღონისძიება დაეთმო AI-ის პრაქტიკულ გამოყენებას eCommerce სექტორში და გააერთიანა ინდუსტრიის წარმომადგენლები, ტექნოლოგიური კომპანიები და ბიზნესები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.


დამსწრეებმა მოისმინეს საინტერესო პრეზენტაციები AI-ის თანამედროვე შესაძლებლობებზე, რეალურ use-case-ებზე და იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხმარება კომპანიებს გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურებისა და ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებაში.


ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს ბექა ზაქაიძის პრეზენტაცია თემაზე „Agent-Ready E-commerce“, რომელიც შეეხებოდა AI ასისტენტების გამოყენებას გაყიდვების, მარაგებისა და მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით. „Widgera AI“-მ ისაუბრა AI-Native ორგანიზაციად გარდაქმნის პროცესსა და პრაქტიკულ მიდგომებზე; „Quissly“-მ წარადგინა AI ძიებისა და ჩატის შესაძლებლობები, რომლებიც გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს; ხოლო „Neurio AI“-მ მიმოიხილა პროდუქტის ოპტიმიზაციისა და მრავალარხიანი მხარდაჭერის თანამედროვე გადაწყვეტები.


ღონისძიება დასრულდა ნეთვორქინგით, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სფეროს პროფესიონალებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობები.



 
 
bottom of page