top of page

ალტა - ასოციაციის ახალი წევრი

  • Oct 1, 2025
  • 1 min read

Updated: Feb 26

„ალტა რითეილი“ ოფიციალურად გახდა იქომერს ასოციაცია საქართველოს წევრი. აღნიშნული წევრობა კიდევ უფრო ამყარებს კომპანიის როლს საქართველოს ციფრული ვაჭრობის განვითარებაში და მის სტრატეგიულ ფოკუსს ონლაინ მიმართულების გაძლიერებაზე.



ალტა, ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი რითეილერი საქართველოში, 1997 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე და ინოვაციური ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს. კომპანიის ქსელი მოიცავს 16 მაღაზიას საქართველოს 7 ქალაქში, ასევე ონლაინ პლატფორმას — Alta.ge-ს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საცალო, ისე კორპორატიულ და სადილერო გაყიდვებს.


ალტა ოფიციალური პარტნიორია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მათ შორის: Apple, Samsung, Lenovo, Asus, Sony, LG, DeLonghi, TCL, Honor, AEG, Electrolux, Philips, Panasonic, Toshiba, Canon და 100-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის. მრავალწლიანი გამოცდილების, ძლიერი პარტნიორული ქსელისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის საფუძველზე, ალტა ქმნის სანდო და ინოვაციურ სავაჭრო ეკოსისტემას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საცალო გაყიდვები, ონლაინ გაყიდვები, კორპორატიული გაყიდვები და ავტორიზებული სერვის მომსახურება.


 
 
bottom of page