top of page

ArtSpace - ასოციაციის ახალი წევრი


გვინდა სიხარულით გაცნობოთ რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Artspace.


კომპანია „Artspace“ დაარსდა 2018 წელს და ამ დროიდან მოყოლებული იგი ქმნის ამინდს ციფრულ სამყაროში.

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს, მაღალი ხარისხის მომსახურებას ციფრულ პროდუქტებზე.


ციფრული პროდუქტების წარმატებას განსაზღვრავს, თანამშრომლთა პროფესიონალიზმი, მათი მრავალწლიანი გამოცდილება,კრეატიული იდეები და უახლესი მეთოდები, რომლებსაც ისინი დამკვეთის პროექტში იყენებენ.

Artspace-ში ერთმანეთს ერწყმის კრეატიულობა და ტექნოლოგიები.

ამიტომაა რომ გლობალურ ბაზარზე, ჩვენ ბიზნესს ვაწვდით წამყვანი და უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ ციფრულ პროდუქტებს:


  • Web Development

  • Mobile App Development

  • UX/UI Design

  • Ecommerce Development

  • Technical Support

  • Staff Augmentation


კომპანიას აქვს 180-ზე მეტი ციფრული პროექტის წარმატებით მიწოდებისა და ჩაბარების საამაყო გამოცდილება.

ჩვენ ვართ კომპეტენტურები ციფრული მარკეტინგის სამყაროში და გამოვირჩევით სტრატეგიებით, რომლებიც მნიშვნელოვნად ეხმარება ბიზნესს გაზარდოს ონლაინ გაყიდვები.


ჩვენ ბიზნესს ვაწვდით უწყვეტ სერვისებს, იქნება ეს ვებ საიტის ხილვადობის გაზრდა საძიებო სისტემებში SEO-ს მეშვეობით თუ ცნობადობას სოციალურ მედიაში, თქვენზე მორგებული კონტენტის შექმნით.

ჩვენთვის ასოციაციის წევრობა მნიშნველოვანი და საპასუხისმგებლოა, ჩვენ გვსურს ბიზნესს მივაწოდოთ სრულყოფილი გამოცდილება ელექტრონული კომერციის მიმართულებით, დავნერგოთ სიახლეები და ასოციაციასთან ერთად ხელი შევუწყოთ ელექტრონული კომერციის განვითარებას.

კომპანია Artspace მუშაობს ფართო მასშტაბიან გლობალურ Ecommerce პროექტზე, რომლის ბეტა ვერსია, ქართველი მომხმარებლებისთვის, სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი.


ჩვენ ვართ:


"წარმატების გზა, რომელიც კოდის ერთი ხაზით იწყება."


bottom of page