top of page

"ავერსი–ფარმა"- ასოციაციის ახალი წევრი

  • Jan 2, 2024
  • 1 min read

„ავერსი–ფარმა“ გახდა იქომერს ასოციაცია საქართველოს წევრი. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის როლს ფარმაცევტულ სექტორში ციფრული სერვისებისა და ონლაინ პლატფორმების განვითარების მიმართულებით.

“ავერსი ფარმა” წარმოადგენს საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს და აფთიაქებისა და კლინიკების უდიდეს ქსელს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია 1994 წელს დაარსდა. მედიკამენტების იმპორტით დაწყებული საქმიანობა ეტაპობრივად გადაიქცა ფართომასშტაბიან ფარმაცევტულ და სამედიცინო ეკოსისტემად. დღეს ავერსი აერთიანებს 200-ზე მეტ სააფთიაქო ობიექტს საქართველოს მასშტაბით და განაგრძობს ქსელის სტრატეგიულ განვითარებას.


კომპანიის საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ საცალო სააფთიაქო ქსელს, არამედ ფარმაცევტულ წარმოებას — „ავერსი-რაციონალს“, ასევე „ავერსის კლინიკათა“ ქსელის განვითარებას. თანამედროვე სტანდარტების კლინიკები ფუნქციონირებს მარნეულში, რუსთავში, ლანჩხუთში, გორში, ხოლო თბილისში გახსნილია ავერსის ცენტრალური კლინიკა.


Aversi Pharma-ს თითოეული სტრატეგიული ნაბიჯი ნაკარნახევია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით. სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა კომპანიის მაღალი რეპუტაცია და სოციალური პასუხისმგებლობის ძლიერი იმიჯი. ავერსი აქტიურად უჭერს მხარს სოციალურად დაუცველ ფენებს და ახორციელებს არაერთ ქველმოქმედებით პროექტს.


ძლიერი საბაზრო პოზიციის, მდგრადი ბიზნეს მოდელისა და პროფესიონალი მენეჯმენტის გუნდის მხარდაჭერით, კომპანია წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს გადამხდელს და ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიონობით ლარს რიცხავს.


“ავერსი ფარმას”  ძირითადი მიმართულებებია:

• სააფთიაქო ქსელი (200+ ობიექტი)• ფარმაცევტული წარმოება („ავერსი-რაციონალი“)

• კლინიკათა ქსელი და სამედიცინო სერვისები

• მედიკამენტების იმპორტი და დისტრიბუცია

• ხარისხის მართვა და სოციალური პასუხისმგებლობა

 
 
bottom of page