top of page

Balance.ge - ასოციაციის ახალი წევრი


გვინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Balance.ge.


სს დიჯიტრონი არის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი კომპანია, რომელსაც ზურგს მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს. ჩვენ შევქმენით პროგრამა ბალანსი - პირველი ქართული მინი ERP სისტემა ქლაუდზე, რითიც ბუღალტრებს, ფინანსურ მენეჯერებსა და ბიზნესის მფლობელებსს მივეცით მეტი მოქნილობა და დაცულობა სამუშაო პროცესში.


ბალანსი მრავალფუნქციური, სმარტ პროგრამაა ბუღალტრული და მენეჯერული აღრიცხვისათვის, განსაკუთრებულად დახვეწილი რეპორტინგით. ბალანსი კომპანიებს ეხმარება საბითუმო და საცალო, ტრადიციული და ელექტრონული ვაჭრობის, წარმოების, მშენებლობის, მომსახურების პროცესების ავტომატიზაციაში. ბალანსი ერთადერთი ერთდროულად საბუღალტრო და საოპერაციო პორგრამაა, რომელიც ქლაუდზეა და მომხმარებელს ნებისმიერი ადგილიდან წვდომის საშუალებას აძლევს, ყოველთვიური მცირე გადახდებით. 


ჩვენ არასოდეს ვჩერდებით და სულ ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ. ამჟამად დავასრულეთ მუშაობა ბალანსის რეპორტინგის აპლიკაციაზე, იმისთვის რომ კომპანიის შედეგებზე თვალის დევნება მენეჯერებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ. ასევე შევქმენით დისტრიბუციის აპლიკაციაც და ამით ბალანსი უკვე სრულად მზადაა დისტრიბუტორი კომპანიების პროცესების ავტომატიზაციისთვისაც. 


თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა კარგია, მაგრამ რის გამოც ჩვენი მომხმარებლები ისევ და ისევ გვირჩევენ, ოპერატიული და კომფორტული მხარდაჭერის სერვისია.


იქომერს ასოციაციის წევრობა ჩვენთვის ნიშნავს შესაძლებლობას, პირველ რიგში, თავად ვიყოთ სფეროს სიახლეების საქმის კურსში. მეორე მხრივ, კი შევიტანოთ ჩვენი წვლილი ელექტრონული კომერციის სფეროში მოღვაწე ბიზნესების განვითარებაში და დავეხმაროთ მათ პროცესების გაციფრულებაში.

Comments


bottom of page