top of page

BOXETTE - ასოციაციის ახალი წევრი






გვინდა სიხარულით გაცნობოთ რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Boxette.


ბოქსეტი ქართული წარმოშობის საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფია, რომელსაც გააჩნია 12 წლიანი გამოცდილება ლოგისტიკაში. ჩვენ გვაქვს ოფისები და საწყობები შემდეგ ქვეყნებში: საქართველოში, უკრაინაში, უზბეკეთში, ამერიკაში, ჩინეთსა და თურქეთში. 


აშშ-ში გვაქვს 2 საწყობი, საიდანაც ერთი დაკავებულია შოპინგ ამანათების მიღებითა და დაგზავნით მათი მფლობელთათვის სხვადასხვა ქვეყნებში. 


მეორე საწყობი, დაკავებულია შეკვეთების დამუშავებით ელ-კომერციისათვის. აქ ვღებულობთ ტვრითებს, ვასაწყობებთ, ვამზადებთ და ვაგზავნით ამაზონში გასაყიდად. ასევე, გაყიდულ შეკვეთებს ვამუშავებთ და ვაგზავნით უშუალო მყიდველის მისამართზე. 


ჩვენ საქართველოში მოღვაწეობა დავიწყეთ 2020 წლის დასაწყისში და იქომერს ბაზარს შევთავაზეთ ფულფიმენტ მომსახურეობა (თანამედროვე სასაწყობე სერვისები და ორდერების დამუშავება), იმისთვის, რომ შესაძლებლობა ჰქონოდათ ქართველ მეწარმეებს გაეყიდათ თავიანთი პროდუქცია ამერიკაში, სხვადასხვა პლატფორმებზე. საკმაოდ წარმატებული რამდენიმე მეწარმე გვყავს, რომლის პროდუქციაც იყიდება ამერიკაში. 2023 წელს მიზნად დავისახეთ, რომ ფულფიმენტის საერთაშორისო პრაქტიკა დავნერგოთ საქართველოში. გავხსენით პირველი ცენტრი ბათუმში და მიზნად გვაქვს, რომ ჩვენი ფულფიმეტ ცენტრების გახსნით ხელი შევუწყოთ იქომერსის განვითარებას საქართველოში. ერთ-ერთი ჩელენჯი, თუ რატომ არ ვითარება საქართველოში იქომერსი არის ის, რომ გვაქვს სუსტი ლოგისტიკა და მოუწესრიუგებელია პროდუქციის მიწოდება.


რას საქმიანობს კომპანია / სერვისები და პროდუქტები:


1.ამანათების გაგზავნა საქართველოდან მთელი მსოფლიოს მიმართულებით.


  • ძალიან სწრაფი მიწოდება.

  • დაბალი ფასები.

  • ინდივიდუალური პირობები.

  • მომსახურების უმაღლესი ხარისხი.


2. ამანათების ჩამოტანა საქართველოში ამერიკიდან და უახლოეს მომავალში თურქეთიდან და ჩინეთიდან.


  • კონკურეტული ტარიფები, 

  • ლოალობის სისტემა, აქტიური კლიენტებისთვის ფასდაკლებები 5%,7%,10%.

  • ჩამოტანა თბილისში 4-6 დღეში

  • პერსონალური მენეჯერი კორპორატიულ მომხმარებლებს.

  • უფასო მიტანის სერვისი (15 ამანათი ან მეტი ერთ რეისზე)

  • ბაერის დახმარება


3. ტვირთის კონტეინერული გადაზიდვა აშშ-ში, როგორც სრული ისე ნაკრები კონტეინერების ტრანსპორტირება.


  • ბაზარზე უნიკალური სერვისი - ნაკრების კოტეინერის ტრანსპორტირება აშშ ში

  • სერვისის მაღალი ხარისხი.

  • ტრანსპორტირების სისწრაფე.

  • დაბალი ტარიფები.


4. Fulfillment მომსახურება ამერიკაში.


  • თქვენი ტვირთის ტრანსპორტირება ამერიკაში.

  • ტვირთის განბაჟება.

  • პროდუქციის ლიცენზირება და სერტიფიცირება.

  • გასაყიდი პროდუქციის ჩვენს საწყობში განთავსება.

  • გაყიდვის პლათფორმასთან ინტეგრაცია.

  • შეკვეთების მომხმარებელთან მიწოდება ჩვენი საწყობიდან.


5. Fulfillment მომსახურება ბათუმში.


  • ავტომატიზირებული საწყობი.

  • გასაყიდი პროდუქციის ჩვენს საწყობში განთავსება.

  • პროდუქტის სრული აღრიცხვიანობა.

  • თქვენს სისტემასთან ინტეგრაცია.

  • იმავე ან მეორე დღეს მიწოდების სერვისი.

  • მომხმარებელზე ორიენტირებული სწრაფი სერვისი.

  • პერსონალური მენეჯერი.


რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ასოციაციის წევრობა:


ასოციაციაში წევრობა მოგვცემს საშუალებას დავკავშირდეთ კიდევ უფრო მეტ ელ-კომერციის სფეროში დაკავებულ პირებთან და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოდილება. გავხადოთ ელ-კომერცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, საინტერესო და მომგებიანი ამ სფეროს წარმომადგენელთათვის. 


bottom of page