top of page

BOYGAR’S - ასოციაციის ახალი წევრი

  • Jun 15
  • 1 min read

BOYGAR’S „იქომერს ასოციაცია-საქართველოს“ წევრი გახდა! პარტნიორობა მიზნად ისახავს საცალო ვაჭრობისა და ლუქს სეგმენტის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ბიზნესკავშირების გაძლიერებასა და თანამედროვე იქომერს ეკოსისტემის განვითარებას.





წევრობის ფარგლებში, მხარეები ხელს შეუწყობენ საუკეთესო პრაქტიკის გაცვლასა და იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების, თანამედროვე სავაჭრო გამოცდილებისა და ინოვაციური ბიზნესმიდგომების დანერგვას ემსახურება. ეს თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს შექმნის ელექტრონული კომერციის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ტრადიციული საცალო ვაჭრობის მიმართულებით.


Boygar's არის მულტიბრენდული, ლუქს სეგმენტის კომპანია, რომელმაც პირველი მაღაზია რუსთაველის გამზირზე, №15-ში, 2024 წლის თებერვალში გახსნა. ისტორიულ შენობაში განთავსებული მაღაზია 3 სართულს მოიცავს და აერთიანებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ფართო არჩევანს. Boygar's-მა ქართულ ბაზარზე გახსნის დღიდანვე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა, რასაც, ბრენდებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ისეთი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობამ, როგორებიც არიან კრეატიული დირექტორი Ezra Petronio და ინტერიერის არქიტექტორთა დუო Halleroed.


გახსნის დღიდან Boygar's აგრძელებს ზრდას და ასორტიმენტში ახალი ბრენდების დამატებას. დღეს მაღაზიაში თავმოყრილია 40-ზე მეტი საერთაშორისო ლუქს ბრენდი (მათ შორის LVMH და Kering ჯგუფებიდან). მაღაზიაში შეხვდებით ისეთი გლობალურად აღიარებული ბრენდები, როგორებიცაა Prada, Miu Miu, Gucci, The Row და სხვა.


Boygar's აგრძელებს ზრდას და ახალი ბრენდების შემოყვანას ქართულ ბაზარზე. 2025 წლის იანვარში გაიხსნა Boygar's-ის მოდის აუთლეტი — DROP by Boygar's. ამასთანავე, 2025 წლიდან კომპანია გამოსცემს დამოუკიდებელ გამოცემას, Boygar's Magazine-ს, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოდის. ჟურნალი, Boygar's-ში წარმოდგენილ ბრენდებთან ერთად, ადგილობრივ მკითხველს სთავაზობს მოდისა და ხელოვნების მიმართულებით ყველაზე ექსკლუზიურ და საინტერესო კონტენტს.


ასოციაციაში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის ინდუსტრიული ღონისძიებების ორგანიზებას, კომერციის სექტორის გაძლიერებასა და სხვადასხვა ბიზნესეკოსისტემის დაახლოებას.


 
 
bottom of page