top of page

Change Inspire 2026

  • 3 days ago
  • 1 min read

2026 წლის 1-ელ ივლისს, HT Solutions-ის ორგანიზებით, Change Inspire-ის მე-7 კონფერენცია ჩატარდება. დღეს იგი რეგიონის IT სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი მოვლენაა და ყოველწლიურად 700-ზე მეტ ტექ ლიდერს მასპინძლობს.




შეუერთდით ერთდღიან, დინამიკურ და მრავალპროფილურ ღონისძიებაზე, სადაც IT ლიდერები, ინჟინრები და ინოვატორები შეიკრიბებიან Big Tech-ის მთელი პოტენციალის აღმოსაჩენად, ხელოვნური ინტელექტიდან და მონაცემთა დამუშავებიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურითა და კიბერუსაფრთხოებით დასრულებული.


2026 წლის თემა გახლავთ: Big Tech. Global Legends. One Future.

წლევანდელი წელი ეძღვნება მასშტაბებს, გავლენას და იმას, თუ რა გველოდება წინ. გლობალური ტექნოლოგიური ლიდერები და რეგიონალური პიონერები სცენიდან გაგვიზიარებენ, თუ როგორ იქმნება, ინერგება და მასშტაბირდება მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები კორპორაციულ დონეზე.


კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა NVIDIA, Google, Amazon და Microsoft. ისინი გაგვიზიარებენ საკუთარ ხედვას იმის შესახებ, თუ საით მიდის ტექნოლოგიები და როგორ ცვლის ისინი ბიზნესს გლობალურად.


- მთავარი სცენა (Main Stage) - გლობალური ხედვები და ბიზნესზე ორიენტირებული ქეისები ძირითად სფეროებში: AI & ციფრული ტრანსფორმაცია, Big Data, IT ინფრასტრუქტურა და კიბერუსაფრთხოება.

- ტექნიკური სცენა (Technical Stage) - სიღრმისეული დემო-ჩვენებები, სადაც წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ტექნოლოგიები, არქიტექტურა და რეალური იმპლემენტაციები.

- ვორქშოფები (Workshops) - პრაქტიკული სესიები, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ რეალურ რეჟიმში გამოსცადონ სხვადასხვა გადაწყვეტილებები და მიიღონ გამოცდილება.


მიიღეთ ინსპირაცია რეალური ისტორიებითა და პროფესიული მიდგომებით ტექნოლოგიური სამყაროს ლიდერებისგან.


რეალური ქეისები. პრაქტიკული ცოდნა. მკაფიო ნაბიჯები. [Link]

 
 
bottom of page