DEF-AI 2025 by DGFI - ციფრული ფინანსებისა და ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდი კონფერენცია რეგიონში
- guntsadze
- Sep 9
- 1 min read
Updated: Sep 13

2025 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, Republic Event Hall-ში, გაიმართება DEF-AI 2025 - ყველაზე მასშტაბური კონფერენცია ციფრული ფინანსებისა და ხელოვნური ინტელექტის გარშემო. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს DGFI, რომელიც რეგიონში უკვე დამკვიდრდა როგორც წამყვანი პლატფორმა Web3 და AI სფეროში.
წელს ღონისძიების გენერალური სპონსორი არის Tether - გლობალური ლიდერი კრიპტო სექტორში
მთავარი ფოკუსი:
DEF-AI 2025 კონცენტრირდება ისეთ თემებზე, როგორიცაა:
ციფრული ფინანსების მომავალი და მათი ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში
ბლოკჩეინისა და ტოკენიზაციის ახალი შესაძლებლობები
ხელოვნური ინტელექტის გავლენა ბიზნესსა და საზოგადოებაზე
მონაწილეები და მასშტაბი:
ბოლო წლების განმავლობაში კონფერენციას 10,000-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა - მათ შორის დამფუძნებლები, დეველოპერები, ინვესტორები და ინდუსტრიის ენთუზიასტები.ღონისძიება იქცა ერთ-ერთ მთავარ სივრცედ, სადაც პროფესიონალები ერთად ქმნიან დეცენტრალიზებული ეკონომიკის მომავალს. წლევანდელ ღონისძიებაზე ველოდებით 1000+ ადამიანს.
რა ელოდებათ სტუმრებს?
● პანელური დისკუსიები ციფრული ფინანსებისა და AI-ს ინტეგრაციაზე
● ინსპირაციული გამოსვლები მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისგან
● ქსელური სივრცეები და ექსკლუზიური ღონისძიებები (side events)
ეს იქნება ერთდღიანი, უნიკალური გამოცდილება თავისი შინაარსით, კონტაქტებითა და მომავლის ხედვებით დატვირთული.
DGFI-ის სპეციალური შეთავაზება "იქომერს ასოციაცია საქართველოსთვის" :
თითოეულ ასოციაციის წევრ კომპანიას ვთავაზობთ 5 ბილეთს ღონისძიებაზე დასასწრებად.
თუ თქვენ, ან თქვენი გუნდის წევრები ხართ დაინტერესებული, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა და მიუთითოთ იმეილი, სადაც უნდა გამოგეგზავნოთ ბილეთები.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, გთხოვთ განაცხადი დროულად დააფიქსიროთ.


