გვინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Delivo.
Delivo ბაზარზე 2023 წლის პირველი ნახევრიდან გამოჩნდა და დღემდე 200-მდე კომპანიასა და ათასობით ფიზიკურ პირს სწრაფ, მარტივ და ხარისხიან საფოსტო/საკურიერო მომსახურებას აწვდის, მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის დაარსების მიზანი იყო, შეგვექმნა ბაზარზე, მომხმარებელზე მორგებული სერვისი, რითაც მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს გავუმარტივებდით ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ სირთულეებს. კომპანია სრულიად ფარავს საქართველოს ტერიტორიას. დღეს დელივოში თითქმის 200 ადამიანია დასაქმებული და ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 27 სერვის ცენტრით ოპერირებს. ჩვენი თანამშრომლებისა და სერვისცენტრების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
Მომხმარებელს Delivo სთავაზობს სხვადასხვა ტიპის საკურიერო/საფოსტო მომსახურებას:
კარიდან-კარამდე მიტანის სერვისს;
Სერვის ცენტრიდან - სერვის ცენტრში მიწოდებას;
Სერვის ცენტრიდან კურიერის მეშვეობით მისამართზე მიტანის სერვისს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია ბაზარზე უპრეცენდენტოდ მაღალ ხარისხთან ერთად, ხელმისაწვდომ ტარიფებსაც სთავაზობს. გარდა ტრადიციული საფოსტო-საკურიერო მომსახურებებისა, დელივო ციფრული მიმართულებითაც მოწინავე ადგილს იკავებს. Მომხმარებლისთვის ჩვენი დახმარებით შესაძლებელი გახდა API ინტეგრაცია, მათთვის ვისაც სურს, რომ თავისი ონლაინ გაყიდვები და გზავნილები მარტივად აკონტროლოს და მყისიერად მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი ცვლილებისა და გზავნილის სტატუსის შესახებ.
Delivo-ს გაწევრიანება ECAG-ში ემსახურება შემდეგ მიზანს: გსვურს გვქონდეს ბიზნეს სფეროში არსებული სიახლეების შესახებ სანდო ინფორმაცია, დავეხმაროთ eCommerce მიმართულების განვითარებას საქართველოში, აქტიურად ჩავერთოთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გვქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს მომხმარებლებთან და მუდმივად ვიყოთ ინფორმირებულები სიახლეებზე.