top of page

DEVSPACE - ასოციაციის ახალი წევრი


გვინდა სიხარულით გაცნობოთ რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Devspace.


შპს დევსფეისი შეიქმნა 2022 წელს. კომპანიის შექმნის მიზანი განპირობებული იყო იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ყოველდღიურად იზრდება.


ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, ჩვენს ქვეყანაში, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერეს. გამომდინარე აქედან კომპანია დევსფეისი ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მნიშვნელოვანი პროცესის შეუქცევადობაში.

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება. პროგრამული უზრუნველყოფა

კომპანია დევსფეისის პრიორიტეტია, შექმნას ახალი ინოვაციური B2B და B2C ასევე B2B2C სერვისები.


ამ ეტაპზე, კომპანია ანვითარებს ფინანსურ ტექნოლოგიების პროდუქტებს და თანამშრომლობს საქართველოში საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან, საინვესტიციო კომპანიებთან.


ასოციაციის წევრობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი კომპანიის განვითარებისათვის, ცნობადობის ამაღლებასა და ახალი პარტნიორების შეძენისათვის.


bottom of page