Doing Digital Forum-მა და "eCommerce Association Georgia"-ამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
- guntsadze
- Mar 14
- 2 min read
Updated: Mar 15

Doing Digital Forum (DDF) და eCommerce Association Georgia-ამ, Doing Digital Forum 2025-ის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს DDF-ის დამფუძნებელმა, ტათევიკ სიმონიანმა და E-Commerce Association-ის პრეზიდენტმა ლადო კანდელაკმა.
უკვე მესამედ, "Doing Digital Forum 2025" წელს გაიმართება 3 აპრილს „დვინ ჰოლში“ მთავარი საკითხი იქნება : „მომავლის ფული & ეკონომიკური გავლენა“. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია ერთობლივი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელება, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ციფრული კომერციისა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, გააერთიანონ ძალისხმევა, გამოცდილება და შესაძლებლობები, რათა ხელი შეუწყონ ბიზნესგარემოს აქტივიზაციას საქართველოში და სომხეთში, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციის სექტორში მოქმედი კომპანიების მხარდაჭერას.
„ციფრული ტრანსფორმაცია გლობალური, შეუქცევადი პროცესია, და თითოეული ქვეყანა ცდილობს, ამ ცვლილებებსა და ინოვაციებს ფეხი აუწყოს. Doing Digital-ის შექმნის იდეა თავიდანვე იყო არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ რეგიონისთვის საერთაშორისო გამოცდილების მოტანა. დღეს კი მოხარულები ვართ, რომ ვხდებით პლატფორმა, სადაც განიხილება როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური გადაწყვეტები, ხდება გამოცდილების გაზიარება და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში შთაგონების მიღება. მჯერა, რომ ამ თანამშრომლობით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად გავაერთიანებთ ძალისხმევას ციფრული ბიზნესისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესკავშირების გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა ტათევიკ სიმონიანმა.

"eCommerce Association Georgia" -ს დამფუძნებელმა ლადო კანდელაკმა აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

„ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონის ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციასა და ფინტექის განვითარებაში. ციფრული ტრანსფორმაცია აუცილებელია და ის ხელს უწყობს უფრო ეფექტიანი, უსაფრთხო და კონკურენტული ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით შესაძლებლობებს ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონალური ბაზრის განვითარებას“
"Doing Digital Forum" ერევანში აერთიანებს საერთაშორისო წამყვან ექსპერტებს, ასევე ადგილობრივ გამორჩეულ სპიკერებსა და სპეციალისტებს ფინტექის, საბანკო სექტორის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროებიდან.
DDF 25-ის მთავარი სპიკერი იქნება გერდ ლეონჰარდი, რომელიც შედის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მომავლის მკვლევარებსა და სპიკერებს შორის, მისი აუდიტორია კი 3.5 მილიონს აჭარბებს.

ფორუმის სხვა გამორჩეული სპიკერები არიან: Nine Blocks Capital Management-ის თანადამფუძნებელი, ცნობილი ფინანსური ბესტსელერების The Future of Finance და The Book of Crypto ავტორი, ჰენრი არსლანიანი, Amazon Web Services-ის კორპორატიული ტექნოლოგი, ტექნოლოგიების სფეროში 20-წლიანი გამოცდილების მქონე წამყვანი ექსპერტი მატიას უნდურაგა ბრაიტლინგი, Visa-ს CEMEA რეგიონის ციფრული ტექნოლოგიებისა და სტრატეგიის ხელმძღვანელი ენდრიუ ტრონგი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს ოფისის წარმომადგენელი ნანა სკაუ, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი მარტინ გალსტიანი, სომხეთის რესპუბლიკის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი შანთ ქასაჯიანი, Apricot Capital DIFC Limited-ის (დუბაი, UAE) უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ოფელია აღაქარიანი და სხვა მოწვეული სპიკერები საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებიდან.
Doing Digital Forum-ის მიზანია ბიზნესსფეროებში ციფრული ტრანსფორმაციის უახლესი ტენდენციების განხილვა, არსებულ შესაძლებლობებზე საუბარი და მათი რეგიონში ადაპტაციის თავისებურებების განხილვა. ფორუმზე ყურადღება გამახვილდება ციფრული ვალუტების, ხელოვნური ინტელექტის (AI), ციფრული საფულეებისა და გადახდის ტექნოლოგიების განვითარებაზე და მათ გავლენაზე გლობალურ ფინანსურ და ეკონომიკურ სისტემებზე.
2023 წლიდან Doing Digital Forum-მა უმასპინძლა 40-ზე მეტ წამყვან სპიკერს სომხეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, გერმანიიდან, ავსტრალიიდან და დსთ-ის ქვეყნებიდან.
Doing Digital Forum-ის ორგანიზატორი SPRING PR კომპანიაა, ფორუმის ტექნოლოგიური პარტნიორია Amazon Web Services, უკვე მესამე წელია ფორუმის ინოვაციური პარტნიორი Visa, საინვესტიციო პარტნიორი – Apricot Capital. როგორც DDF24-ზე, ასევე წელსაც Arca ფორუმის ეროვნული პარტნიორია.